Baby Bag

​„ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების შეტანის ვადის გადავადება არ მოხდება“ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

​„ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების შეტანის ვადის გადავადება არ მოხდება“ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის, ნინო ეფხოშვილის განმარტებით, ემისი ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების შეტანის თარიღს აღარ შეცვლის. ამის შესახებ, ნინო ეფხოშვილმა ​„ახალ განათლებასთან“ ისაუბრა.

„გადავადება მეტი აღარ მოხდება. დაახლოებით, 300-მდე სკოლაა დარჩენილი, ვისაც ინფორმაცია არ აქვთ შეტანილი ელექტრონულ ჟურნალში, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონების და ის სკოლები, სადაც სწავლა ონლაინ არ მიმდინარეობდა. როგორც გითხარით, გადავადება არ მოხდება, თუმცა, სამინისტრო განიხილავს, გარკვეულწილად, მატერიალური ჟურნალის წარმოების დაშვებას, მხოლოდ პირველი სემესტრის ფარგლებში, ანუ ვისაც ელექტრონულ ჟურნალში არ ექნება შეტანილი ინფორმაცია, სამინისტრო გარკვეული სახის შეღავათებს დაუშვებს. იანვრიდან კი ისევ გაგრძელდება ჟურნალის საპილოტე რეჟიმში დანერგვა, შემდეგი სასწავლო წლიდან კი სკოლები მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე გადავლენ“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა 15 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.