Baby Bag

​საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებში დაიწყება

​საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებში დაიწყება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლებში ახალი საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ დაინერგება.

განათლების სამინისტროს განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალი საგნის პილოტირება ამ სემესტრში პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 400-მდე სკოლაში იგეგმება, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან საგანი სავალდებულო გახდება II, III და IV კლასისთვის ყველა ქართულენოვან სკოლაში.

ქართულენოვან სკოლებს, სურვილის შემთხვევაში, ასევე, უფლება აქვთ ახალი საგანი მეორე სემესტრიდანაც შეიტანონ საათობრივ ბადეში და დაიწყონ მისი სწავლება II, III და IV კლასებიდან რომელიმე ან სამივე კლასში.