Baby Bag

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა

საქართველოს განათლების მინისტრმა სპეციალური მასწავლებლების გამოცდის ჩატარების წესი დაამტკიცა.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ტესტირება ტარდება:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში.

ტესტირებაში მონაწილეობა შეუძლია პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, უფროს სპეციალურ მასწავლებელსა და სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.

ტესტირებაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

ბრძანება სრულად იხილეთ ​ბმულზე