Baby Bag

„ძალიან მკაცრი, უსულგულო აღზრდა ქმნის მეამბოხეს,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

„ძალიან მკაცრი, უსულგულო აღზრდა ქმნის მეამბოხეს,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

​ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი ზედმეტად მკაცრი აღზრდის მანკიერი მხარეების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვის მიმართ მსგავსი მიდგომა მას მეამბოხედ აქცევს:

„ვისაც მშობელი სასტიკი ჰყავდა, ვისაც მშობელთან არ აქვს დარეგულირებული ურთიერთობა, იმას ისეთივე ურთიერთობა აქვს რელიგიასთან, როგორც საკუთარ მშობლებთან. იქ, სადაც ძალიან ტირანი იყო მამა ან დედა, ის მერე პროეცირებას აკეთებს ღმერთზე. მას არ უნდა ამკრძალავი ღმერთი. ფიქრობს, ღმერთიც ისე მიკრძალავს, როგორც მამა მიკრძალავდაო. როდის მუშაობს ბავშვი აკრძალვა? როდესაც უხსნი, რატომ უკრძალავ, მაშინ იგებს. როდესაც არ უხსნი და სჯი, ეს იწვევს ამბოხს. ​ძალიან მკაცრი, უსულგულო აღზრდა ქმნის რევოლუციონერს, მეამბოხეს. ბევრი მეამბოხე რომ გვყავს, ეს ჩვენი საზოგადოების ბრალია. ადამიანი ასე გაზარდეს. მას ან მამინაცვალი ჰყავდა მკაცრი, რომელიც ამცირებდა, ან მამა იყო უსულგულო. ჰარმონიულ ოჯახში არ დაიბადება ამბოხი. ბევრია ფსევდოსოლიდარული ოჯახი, რომელიც აჩვენებს, რომ თითქოს არის ჰარმონიული, სინამდვილეში კი სხვა რაღაცაა.“

რეზო კორინთელი იმ გაკვეთილის შესახებ საუბრობს, რომელიც პანდემიამ ადამიანებს გვასწავლა:

„პანდემიამ დაგვანახა, რომ ჩვენი გეგმები, ჩვენი პროექტები არაფერი არ არის თურმე. ​სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. არც ისე ძალიან უნდა ვენდოთ რაციოს, მეტად თავმდაბლები უნდა ვიყოთ. ერთ წუთში შეიძლება გაქრეს ყველაფერი. ერთი გამოთქმაა: „მომეცი გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, მორჩილება იმის, რისი შეცვლაც არ შემიძლია და სიბრძნე, რომ ეს ორი განვასხვავო ერთმანეთისგან.“

რეზო კორინთელის თქმით, ჩვენი ცხოვრების კრიტიკული ეტაპები, ნევროზები და სხვა დაავადებები გარკვეული მიზნისკენ გვიბიძგებს, რომლის ამოცნობა უნდა შეგვეძლოს:

„ჩვენ ვთვლით, რომ ნევროზს არ აქვს მხოლოდ მიზეზი, მას მიზანი აქვს. ​ფსიქოლოგია ამბობს, რომ ნევროზი შენ გემართება იმისთვის, რომ შეიცვალო. მიზანი აქვს მას, თვითრეალიზაციისთვის არის ეს. ნებისმიერი დაავადება გეუბნება, რომ შენ ამ გზით სიარული აღარ გაწყობს. ეს არ არის სწორი გზა და შეცვალე. ნევროზის შემთხვევაში ეს ცხადად ასეა, მას აქვს მიზანი. ისეთი ემოციები, როგორიც არის შიში, გაუმაძღრობა, ეს ფსიქოლოგიური საწამლავია, ტოქსინივით მოქმედებს. დედისა და ბავშვის ურთიერთობის დროს, როდესაც დედა უარყოფს ბავშვს, ის ტოქსინივით მოქმედებს ბავშვზე. ბავშვს ეწყება გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება. ცუდი ურთიერთობა ჩვენზე ტოქსინივით მოქმედებს.“

„ჩინელები თვლიან, რომ ​კრიზისი ახლის მომასწავლებელია. კრიზისში ბოთლი გახსენი და იქეიფე, იმიტომ, რომ კარგი გიახლოვდება. ცუდის დაკლება წავა. როდესაც ზეიმობ და კარგია ყველაფერი, მაშინ ცუდზე იფიქრე, რადგან ეს შეიცვლება,“ - აღნიშნულ საკითხებზე რეზო კორინთელი ტელეკომპანია პულსის გადაცემაში „მონაგარი“ საუბრობს.

წყარო: ​პულსტი ტვ - „ მონაგარი“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ბავშვს უნდა აუკრძალო, აკრძალვები ბავშვს ზრდის, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს საზრისი,“ - ფსიქოთ...
​ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი ბავშვის სწორად აღზრისთვის წესრიგის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შვილები წესრიგს აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ:„პედაგოგი ის კი არ არის, ვინც ინფორმაციას კარგად ფლ...