Baby Bag

,,რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის...'' - ბერიკა შუკაკიძე

,,რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის...'' - ბერიკა შუკაკიძე

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდა გადაუვადდათ და საშუალება მიეცათ ​2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები.

რატომ მოხდა გამოცდების შემოდგომამდე გადავადება? - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.

,,გამოცდები ​შემოდგომაზე იმიტომ გადავადაა, რომ კიდევ მეტი დრო ჰქონდეთ გამოცდისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. მოგეხსენებათ, როგორი რთული და გაურკვეველი პერიოდი გაიარეს მასწავლებლებმა პანდემიის პირობებში. გადავავადეთ, რადგან რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის, არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო იმით, რომ მომზადება ვერ მოასწრო და ა. შ. აქედან გამომდინარე, ახლა მათ მეტი დრო ექნებათ იმისთვის, რომ უკეთესად შეძლონ კომპეტენციის დადასტურება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას ვერც შემოდგომაზე ჩააბარებენ, 2020-21 სასწავლო წელს მაინც არაფერი ემუქრებათ – სასწავლო წელს ჩვეულებრივ დაასრულებენ. შემდეგი სასწავლო წლიდან კი, სკოლა მათ ადგილზე ვაკანსიას გამოაცხადებს.

აქვე გეტყვით, რომ იმ მასწავლებლებზეც ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ. 

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავ​ლებლების სანდო წყარო“.

​იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, 2020-2...
​პრაქტიკოს მასწავლებლებს 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდებათ შრომითი ხელშეკრულება, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამინისტრომ გაითვალისწინ...

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე მასწავლებლების ხელფასთან დაკავშირებით

სიახლე მასწავლებლების ხელფასთან დაკავშირებით

მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე, 1 ივლისიდან მასწავლებელთა ახალი სახელფასო პროგრამა ძალაში შევა.

გაზრდილ ხელფასს მასწავლებლები ივლისის თვიდან მიიღებენ.

2024 წლის 1 ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს შვებულების პერიოდშიც, 1 ივლისიდან მიეცემათ.

ახალი სახელფასო ფორმულა ითვალისწინებს საბიუჯეტო სახსრების სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას მასწავლებლის დატვირთვისა და შრომის შესაბამისად.


წაიკითხეთ სრულად