Baby Bag

2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 12 298 მოსწავლემ შეწყვიტა

2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 12 298 მოსწავლემ შეწყვიტა

საქსტატის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს მოსწავლეთა რიცხოვნობა სკოლებში წინა სასწავლო წელთან შედარებით 1,6%-ით გაზრდილია. რაც შეეხება იმ მოსწავლეთა რაოდენობას, რომლებმაც 2017-2018 სასწავლო წელს შეწყვიტეს სწავლა, მათი რიცხვი - 12 298-ია (რაც 2016-2017 წლებთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი), მათგან 4 769 გოგოა, ხოლო 7 529 ბიჭი. ამასთან მოსწავლეთა ყველაზე დიდმა ნაწილმა – 5 449-მა, სკოლა მეათე კლასში დატოვა. 

ბოლო წლებში იმ მოსწავლეების სტატისტიკა, რომლებმაც სწავლა შეწყვიტეს შემდეგია: 2016-2017 სასწავლო წელი – 11 796 მოსწავლე, 2015-2016 – 11 512, 2014-2015 - 12 307, 2013-2014 წლები – 14 057.