Baby Bag

მსოფლიოში Covid-19-სგან განკურნებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში Covid-19-სგან განკურნებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში Covid-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ​ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან 100 165 ადამიანი განიკურნა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 15 307-ს შეადგენს. 

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით 349 211 ადამიანია დაინფიცირებული.