Baby Bag

„დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს განსაკუთრებით აიფონ X სჭირდებათ“ - ბლიცინტერვიუ მსახიობ ბესო ზანგურთან

„დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს განსაკუთრებით აიფონ X სჭირდებათ“ - ბლიცინტერვიუ მსახიობ ბესო ზანგურთან
​​MomsEdu.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია მსახიობი ბესო ზანგური.
1. მე ვარ... თოვლის ანგელოზი;
2. ცდებით, თუ გგონიათ... არ მგონია, ვცდებოდე;
3. 21-ე საუკუნე ისტორიაში ჩაიწერება... უნიჭო ეპოქა;
4. დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ... აიფონ X;
5. ყოველ წუთს ვგრძნობ... სიცოცხლეს;
6. უცნობი ადამიანებისგან... ყველაზე დიდ სიყვარულს ვიღებ;
7. ვეძებ... ჩემს თავს;
8. ადამიანებს სძულთ... ერთმანეთი;
9. თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად ატარებს... განსაკუთრებულ ტკივილს;
10. გახსოვდეთ... ყველა მოყენებული ტკივილი, რომ მომავლში აუცილებლად უპასუხოთ;
11. სამოთხე და ჯოჯოხეთი... მხოლოდ სამოთხეა;
12. ბედისწერა... ბედისწერას უნდა მიყვე, ის მდინარე სტიქსია, რომელიც დიქსში ჩაედინება (სტიქსი-სულების მდინარეა);
13. მდიდარია ის, ვინც... ღარიბია, ის... მდიდარია, ვინც მოკვდა, მან მარდიულობა შეიძინა... ჩვენ ღარიბები ვართ, გასამდიდრებლად ვემზადებით;
14. თუ ვიქნებოდი სიკვდილმისჯილი, ჩემი ბოლო სიტყვა იქნებოდა... ბუსა;
15. ოპტიმისტი, პესიმისტი მაგონებს... დღეს და ღამეს;
16. პოეზია... ფიქრია ჩემი... ლექსის რიტმში ვფიქრობ;
17. გაუფრთხილდით... ბავშვებს. მხოლოდ მათ არ იციან, რომ ოდესმე მოკვდებიან;
18. ლექსი, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას შეესატყვისება...
იასამანის სურნელი ათრობს
ჩემსას კი არა სულ სხვა ქვეყანას
არ ვიცი ასე უნუგეშობა
უმადურებამ ხომ არ შემყარა...
ვერც ქარაფების სიგიჟე მხიბლავს
ზეცა თავხედი ქუდად მეფარა
არ მახსოვს დედის დაღლილი მზერა
ამ დილით რატომ შემომედარდა...
სულ სხვა ფერია ჩემი სტროფები
ვერ მივაგენი ფერებს ვეღარსად
ვხედავ ჭადრებს და არ მაღელვებენ
ვფიქრობ:უფალო რა დამემართა?
არც გაფანტული უტკბესი სევდა
ბავშვობიდან რომ შემომეყარა
აღარ მაცილებს გაცრეცილ მზერით
სიცოცხლის ჟინი შემომეცალა...
სიკვდილი მეფობს. ირგვლივ სუსხია.
აღარ მადარდებს რაც რამ მებადა...
რა უსუსური დასასრულია:
საქართველოა ჩემი ქვეყანა??? (ბესო ზანგური)
19. წარმატების სავალ გზაზე... გზა ერთია - მხოლოდ წარმატების;

20. მარცხი... არ ვიცი რას ნიშნავს;
21. ქალს შევადარებდი... ფისუნია კატას - მაგიდაზე რომ ახტა;

22. სიყვარულს არ სჭირდება... ასაკი;
23. ილუზიააა... სიკვდილი;

24. არ კვდება... იმედი;

25. სამყაროს გადაარჩენს... თოვლის ანგელოზები.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხოვრება ადამიანისთვის შანსია, თავად იყოს ბედნიერი და ეს გაუზიაროს სხვებს“ - 10 კითხვა ანი გიუნტერს

„ცხოვრება ადამიანისთვის შანსია, თავად იყოს ბედნიერი და ეს გაუზიაროს სხვებს“ - 10 კითხვა ანი გიუნტერს

Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია ტელეწამყვანი ანი გიუნტერი...

1. ცხოვრება არის... ადამიანისთვის შანსი, თავად იყოს ბედნიერი და ეს გაუზიაროს სხვებს;

2. ჩემი თილისმა... ჩემი განწყობაა,ზუსტად ვიცი. ბედნიერების მომტანია;

3. ვღელავ... ყოველთვის, როცა ემოციურად მნიშვნელოვან საკითხს ეხებიან;

4. წარსული... წარსულში არასოდეს ვეძებ სიახლეს, ის, რაც მოხდა, წარსულში რჩება;

5. სამშობლო... სამშობლო ჩემთვის არის საქართველო;

6. ერთი დღით ვიქნებოდი... ახალდაბადებული ანა;

7. მეგობარია ის... ვისთანაც საკუთარი თავის აღიარება არ შეგრცხვება;

8. სიყვარული... სიყვარულია უანგარო, უპირობო და უსაზღვრო, მიყვარხართ;

9. ვნანობ... როცა რაღაცას ვნანობ;

10. ბედნიერება... არის სიამოვნება სინანულის გარეშე.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

წაიკითხეთ სრულად