Baby Bag

ცნობილი ქართული კინოფილმები, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მუსიკა შექმნა

ცნობილი ქართული კინოფილმები, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მუსიკა შექმნა

​ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 50-მდე ფილმისთვის შექმნა მუსიკა, რომელთა დიდი ნაწილიც კლასიკად იქცა, მათ შორის, „ცისფერი მთები“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა. 

ის მუსიკალურად აფორმებდა რობერტ სტურუას სპექტაკლებს - „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“. განსაკუთრებულად აღსანიშნავია გია ყანჩელის სიმფონიური თხზულებები. საერთაშორისო აღიარება მას მოუტანა 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მან 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად.