Baby Bag

„ურთიერთობები მაშინ ხდება ბედნიერების მომტანი, როდესაც ამოვდივართ მიწიერი სურვილებიდან,“ - პაატა ამონაშვილი

​​ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სირთულეებსა და თავისებურებებზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ეგოიზმის გამოვლინება ურთიერთობებს ანგრევს:

„ურთიერთობები მაშინ ხდება ხოლმე ბედნიერების მომტანი, როდესაც ამოვდივართ მიწიერი სურვილებიდან. მე გამიმართლა, მგონია, რომ ეს შევძელი. თამრიკოში იმითაც აღფრთოვანებული ვარ, რომ ძალიან მაგრად მავარჯიშებს. ეს ძალიან განმავითარებელი ვარჯიშია. ორი „მე და სხვა არაფერი“ დაანგრევს, ცხადია, ურთიერთობებს. რაც უფრო ძლიერია ეს ეგოები, მით უფრო დაანგრევენ ერთმანეთს. სადაც ეგო დამიპატარავდა, იქ ურთიერთობებიც გამოსწორდა ყველასთან, იქ ბედნიერების განცდაც მეტია. იქ უფრო კარგია ცხოვრება.“

​პაატა ამონაშვილის თქმით, შეუძლებელია მარტოსული ადამიანი იყოს ბედნიერი:

„ბედნიერება მარტოსულობაში არ ხდება. ვერანაირი რობინზონ კრუზო ვერასდროს იქნება ბედნიერი. ის მაშინ გაბედნიერდა, როდესაც პარასკევა გამოეცხადა. მას ვიღაც გაუჩნდა საურთიერთოდ. ურთიერთობებში ყველას უნდა, რომ ბედნიერება იპოვოს. მე შემიძლია დავჯდე და ვთქვა, მე რომ ბედნიერი ვიყო, თქვენ რამე უნდა ქნათ. მიდით, რამე ქენით, ან საჩუქარი მომიტანეთ, ან გამამხიარულეთ. მაშინ მე ვიფიქრებ გავხდე თუ არა ამით ბედნიერი, ზოგჯერ გამოგივათ, ზოგჯერ არა. ეს დამღუპველი ბედნიერების გზაა.“

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის თავისებურებებზე საუბრობს პაატა ამონაშვილის მეუღლე თამარ სხვიტარიძეც. ქალბატონი თამარის თქმით, ქალი ყოველთვის მამაკაცის შეცვლაზე ფიქრობს, მამაკაცი კი ოცნებობს, რომ ქალი არასდროს შეიცვალოს:

„ქალს ყოველთვის ჰგონია, რომ უნდა შეცვალოს მამაკაცი. კ​აცი პირიქით არის, ყოველთვის ჰგონია, რომ ქალი უნ​და დარჩეს მიუწვდო​მელი, ლამაზი, შეუხებელი არსება. უცებ აღმოჩნდება, რომ ყოველდღიურობაში ეს ქალი საერთოდ სხვანაირია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეგო არ აქვს. რაღაცნაირად პატივი უნდა ვცეთ სხვის ეგოსაც და საკუთარ ეგოსაც.“

„ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ უნდა ანგრევდეს, უნდა ავითარებდეს ერთმანეთს. მარტო ჩვენი თავის შეცვლა შეგვიძლია, სხვისი არავისი. როდესაც წინააღმდეგობა მოდის, მე სულ ჩემს თავზე ვმუშაობ. ​ძალიან გვეძვირფასებოდა ერთად გატარებული ყოველი წუთი. კუს ტბაზე წრეებს ვარტყამდით. ახლა დუშეთში ჩამოვედით და აქ ვარტყამთ წრეებს, კარგი ტრადიცია გვაქვს,“ - აცხადებს თამარ სხვიტარიძე.

წყარო: ​დილა უქმეებზე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ისევე როგორც ბავშვს სჭირდება დედა, მისთვის აუცილებელია მამა. ორივე მშობელს თავისი ფუნქციე...
​ფსიქოლოგი ​პაატა ამონაშვილი ბავშვის ცხოვრებაში მამის როლის შესახებ საუბრობს:„ბუნებამ ასე დააწესა, რომ ბავშვს ჰყავს ორი მშობელი, დედა და მამა. ისევე როგორც ბავშვს სჭირდება დედა, მისთვის აუცი...