Baby Bag

„ბაღები დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5-ჯერ მაინც უნდა განიავდეს, არავინ არ აკეთებს ამას,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბაღები დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5-ჯერ მაინც უნდა განიავდეს, არავინ არ აკეთებს ამას,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვების ვირუსებისგან დაცვის წესებზე ისაუბრა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ყველას ვთავაზობთ პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვას. გრიპი ზამთარში იმიტომ ვრცელდება, რომ დახურულ სივრცეებში არიან ბავშვები. განსაკუთრებით ეს ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან ყველაზე მოწყვლადები. ისინი სოციალიზაციას პირველად იწყებენ. ამ ჯგუფებში იწყებს გრიპი გავრცელებას და გადადის მოზრდილი ასაკის ბავშვებში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სწორად გავანიავოთ. დ​ღის განმავლობაში დაახლოებით 4-5-ჯერ მაინც უნდა განიავდეს ბაღები. არავინ არ აკეთებს ამას. ასე იქცევა დაახლოებით 5 % სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების.“

პედიატრის თქმით, ბავშვთა გასართობ ცენტრებში ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის:

„ბავშვთა გასართობ ცენტრებში რაიმე ჰიგიენურ ნორმებს თუ ვინმე იცავს, დააკვირდით. ბავშვი ზოგჯერ დილის 9-ზე შედის და 5-6 საათი იქ არის. 2 საათში ერთხელ სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს ეს ადგილები. თუ ამ ნორმებს დავიცავთ, მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან ვირუსულ ინფექციებს.“

„არ არსებობს პრეპარატი, რომელიც იმუნოსტიმულაციას გამოიწვევს. ყველაზე მთავარი უმუნომოდულატორი არის სწორი, ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. ყველას აქვს მეტ-ნაკლებად სოფელი. აუცილებელია ბავშვები როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, დაახლოებით ერთი თვე მაინც იყვნენ სოფელში,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში,“- პედიატრი თ...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოში ვირუსული ინფექციების მატარებელი ბავშვების ბაღებში გაშვების საზიანო პრაქტიკაზე ისაუბრა:„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებ...