Baby Bag

„ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ - ახალი წამოწყება სოციალურ ქსელში

„ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ - ახალი წამოწყება სოციალურ ქსელში

პედიატრიული სიმსივნეები ბავშვების სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მთელს მსოფლიოში. ყოველწლიურად 300 000 ბავშვს უდასტურდება სიმსივნის რომელიმე სახეობა. ეს კი საშუალოდ ყოველდღე 46 ბავშვია. მსოფლიოში ბავშვთა სიმსივნის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება, საქართველოში კი ყოველწლიურად საშუალოდ 100-120 ბავშვი იწყებს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლას. ყველაზე გავრცელებული სიმსივნის ტიპი ლეიკემიაა, შემდეგ კი სოლიდური სიმსივნეები.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში სამედიცინო სფერო არ არის ისეთ დონეზე განვითარებული, როგორც ევროპის ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებშია. შესაბამისად, ანალოგიურად კატასტროფული მდგომარეობაა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით. ამას ემატება ​ჯა​ნდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიმსივნით დაავადებული ბავშვების 80% აქვს შანსი განიკურნოს და დიაგნოზიდან 5 და მეტი წელი სრულიად ჯანმრთელმა იცოცხლოს. განვითარებად ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ია. თუმცა, დღეს ჩვენი მიზანი ქართული სამედიცინო სფეროს განხილვა არ არის.

2020-ის ნოემბერში ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა პოსტები 1 წლის მართა თალაკვაძის შესახებ, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა. მისი მშობლები ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო კოლოსალური თანხების მობილიზებას ცდილობდნენ. საბედნიეროდ, მართას გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა და პაწაწინა გოგონა მალევე წაიყვანეს ესპანეთში სამკურნალოდ. სამწუხაროდ, მისი დიაგნოზი, ღვიძლის ავთვისებიანი რაბდოიდური სიმსივნე, ძალიან მძიმე აღმოჩნდა და 13 დეკემბერს მართა ანგელოზებს შეუერთდა.

ძალიან მალე, მართას სახელით შეიქმნა საინფორმაციო გვერდი ​„ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“, სადაც სუპერგმირები თვითონ ონკოლოგიით დაავადებული ბავშვები არიან. წამოწყების მთავარი მიზანია საზოგადოებაში ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო გვერდზე და მართას სახელობით შექმნილ ჯგუფში სისტემატურად თავსდება საინფორმაციო სახის პოსტები. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხალისე ილუსტრატორები ქმნიან სიმსივნესთან მებრძოლი სუპერგმირების ანიმაციურ ილუსტრაციებს! ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იცნობს ონკო-ბავშვს, შეუძლია დაუკავშირდეს გვერდს და სრულიად უფასოდ შექმნას ბავშვის სუპერგმირის პოსტერი! პატარებს ხომ ასე ძალიან სჭირდებათ დღეების გაფერადება მკუნალობის დროს.

ჩვენ გარშემო უამრავი ბავშვია, ვინც სიმსივნეს ებრძვის. თუმცა, რეალურად არავინ იცის, რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზები, რა გზის გავლა უწევთ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, მკურნალობის რა გზები არსებობს და საერთოდაც, როგორ ხდება სიმსივნის დიაგნოსტიკა ბავშვებში. თუმცა, ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა ამოვიცნოთ სიმსივნის ნიშნები ბავშვებში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა გამოვიჩინოთ „ზედმეტი სიფრთხილე“. ცნობიერების ამაღლება ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს საყურადღებო სიმპტომების დროული ამოცნობა, რაც შესაბამისად ნიშნავს დიაგნოსტიკას ადრეულ ეტაპზე. საწყის ეტაპზე სიმსივნის აღმოჩენა კი გადარჩენის მეტი შანსია!

აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროექტის „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“-ს ფარგლებში შექმნილი გვერდი ძალიან პოზიტიური გზით ცდილობს გადმოგვცეს ინფორმაცია მძიმე რეალობის შესახებ. პროექტის Facebook გვერდზე ყველაფერი ანიმაციურ სტილშია და ყველა ფოტო სუპერგმირების მებრძოლ და პოზიტიურ განწყობას გვაჩვენებს. მართას მშობლები ცდილობენ #მართასსახელით რაც შეიძლება მეტ ბავშვს დაეხმარონ და საზოგადოებაში შექმნან მაქსიმალური სოლიდარობის და საბრძოლო სამოტივაციო განწყობა!

ბავშვებში სიმსივნის პრევენცია სავსებით შესაძლებელია, თუ მშობლები გარკვეულ წესებს მკაცრად დ...
​ბავშვებში სიმსივნის განვითარება მშობლების ცხოვრების წესზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. სიმსივნის რისკი მაღალია იმ პატარებში, რომლებიც თავადაც არაჯანსაღ კვებაზე იმყოფებიან და დღის მოუწესრიგებელი რ...
5 ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ბავშვებში - სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპარ...
​სიმსივნური დაავადებები, რომლებიც ბავშვებშია გავრცელებული, მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდასრულებში გამოვლენილი სიმსივნური დაავადებებისგან. სამკურნალო საშუალებების ზრდის წყალობით, ბავშვების 80 %-ზე მეტ...