Baby Bag

„6-7 წლამდე ბავშვი სპორტით არ უნდა იყოს დაკავებული,” - ბავშვთა ორთოპედი მანანა ღუდუშაური

„6-7 წლამდე  ბავშვი სპორტით არ უნდა იყოს დაკავებული,” - ბავშვთა ორთოპედი მანანა ღუდუშაური

ბავშვთა ორთოპედმა მანანა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვის ხერხემლის ნორმალურ განვითარებაზე სპორტისა და ცეკვის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პატარა ასაკში ბავშვებმა სპორტსა და ცეკვაზე არ უნდა იარონ:

„როდესაც ჯანმრთელია ხერხემალი, რა თქმა უნდა,​ სპორტის ყველა სახეობაზე შეუძლიათ ბავშვებს სიარული. მე არ ვარ მომხრე იმის, რომ ძალიან პატარა ასაკის ბავშვები შეჰყავთ ცეკვაზე და სპორტზე. 4-5 წლის ბავშვები დადიან სპორტზე. 6-7 წლამდე ბავშვი სპორტით არ უნდა იყოს დაკავებული, ჩვეულებრივი, პატარა, მსუბუქი ვარჯიშებით შეიძლება.“

მანანა ღუდუშაურის თქმით, ხერხემლის პრობლემების მქონე ბავშვებმა 16 წლამდე თავი უნდა შეიკავონ ძლიერი დატვირთვისგან:

„თუ აღინიშნება ხერხემლის გადახრა, სქოლიოზი, მაშინ 16 წლამდე, ​სანამ ხერხემლის გამრუდების საფრთხე არსებობს, თავი უნდა შევიკავოთ დიდი დატვირთვისგან. ამ დროს ხერხემალი იმდენად დატვირთულია, რომ ჩვენ ბავშვებს ვუნიშნავთ დღეში 1-2 საათიან განტვირთვას, წოლას მაგარ საწოლზე. მშობლებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: „დადის ცეკვაზე ბავშვი და ტანდეგობა მშვენიერი აქვს.“ მხრები გადაწეული აქვს ბავშვს და რომ შეხედავ, იფიქრებ, რომ არ არის სქოლიოზი, მაგრამ იყო იქ საწყისი და ამ დატვირთვამ კიდევ მეტად გაამწვავა.“

ბრტყელტერფიანობის პრობლემის მქონე ბავშვების ცხოვრებაში სპორტისა და ცეკვის მნიშვნელობაზე ისაუბრა პედიატრმა თამარ კოტარიამაც. მან აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებმა 12-13 წლამდე თავი უნდა შეიკავონ ისეთი სპორტული აქტივობებისგან, რომლებშიც ტერფი განსაკუთრებით იტვირთება:

„ის სპორტი, სადაც ტერფია წამყვანი: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი 12-13 წლამდე ​არ არის რეკომენდებული, როდესაც ბრტყელტერფიანობაა. ეს ისედაც ვლიდნება. როდესაც ასეთი ბავშვი დაიწყებს ფეხბურთზე ან რომელიმე ამ სპორტზე სიარულს, მანიფესტირება ხდება ძალიან სწრაფად. ბავშვს ტკივილები აქვს წვივის არეში, განსაკუთრებით ქუსლის არეში. ადრე უფრო კატეგორიული ვიყავი ამასთან დაკავშირებით. ის, რაც ძალიან უნდა ბავშვს, რომ აკეთოს, იმის აკრძალვა არ შეიძლება, უბრალოდ ადაპტაციას მოითხოვს 11-12 წლამდე.“

„ცეკვასთან დაკავშირებით ტერფი აბსოლუტურად დაუცველია თხელ, ხელთათმანივით სავარჯიშო ფეხსაცმელში. ასევეა ბუცებიც, რომელიც ძალიან პატარა ზომისაა, ​კუმშავს ტერფს, ჯანმრთელი ტერფიც კი შევიწროვებულია. 12 წლამდე, სანამ ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარება არ დასრულდება, სჯობს ბავშვები წავიყვანოთ ისეთ სპორტზე, როგორებიცაა: ცურვა, თხილამურები, ციგურები. აქ ზურგის კუნთების კოორდინაცია და ბარძაყის კუნთების გამაგრება არის სავარაუდო, ცურვა ამას მოიტანს. მერე ეს ბავშვები არიან თავისუფალი არჩევანში და პრობლემის გარეშე გააგრძელებენ იმ სპორტს, რომელიც მათ სურთ,“ - აღნიშნა თამარ კოტარიამ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)

„7-8 წლამდე მნიშვნელოვანია თამაში, ამ ასაკში ბავშვი და მისი ძვალ-სახსროვანი სისტემა ვითარდ...
​ბავშვთა ორთოპედი ნინო ჭოლოკავა ბავშვებში ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის მოძრაობა უმნიშვნელოვანესი ფაქტო...