2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდებმა რამდენიმე საინტერესო და უჩვეული შემთხვევით დაგვამახსოვრა თავი. თუ ამ პროცესს თვალს არ ადევნებდით,
ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მასწავლებელი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა. ბავშვი დედას მანქანაში ელოდა. როდესაც პატარა გიორგის მოშივდა, საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა ის დედას შეუყვანეს. პატარამ რძე მიირთვა და ხასიათზე მოვიდა. დედამ ტესტირება გააგრძელა, გიორგი კი მამას დაუბრუნეს.
გამოცდაზე დაგვიანებას პატრულის წყალობით გადაურჩა იმერელი პედაგოგი, რომელმაც ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მიასწრო მისვლა. მასწავლებელს საგამოცდო ცენტრი აერია -
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 პედაგოგი გამოცდიდან იმის გამო მოიხსნა, რომ მათ დამხმარე მასალა შეიტანეს.