დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სასერტიფიკაციო პროგრამაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე რჩება - ტრენინგები მაძიებელი და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის
ახლოვდება 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და მატულობს ინტერესი მოსამზადებელ პროგრამებზე. გთავაზობთ ტრენინგებს, რომელიც გამოცდის ჩაბარების გარანტიას მოგცემთ!
პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!
პროგრამას გაუძღვება თსუ-ის სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი სოფიკო ბიბილაშვილი.
ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად!
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგანზე - დაწყებითი კომბინირებული სრული კურსი (I-IV).
ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითოეული სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი, ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.
ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვე).
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: