Baby Bag

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჯერჯერობით ნაადრევია მტკიცებითი ფორმით იმაზე ლაპარაკი, სწავლა განახლდება თუ არა''

,,სკოლის დაწყებამდე ერთი თვე გვაქვს და ჯერჯერობით ნაადრევია მტკიცებითი ფორმით იმაზე ლაპარაკი, სწავლა განახლდება თუ არა,'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იმედია, ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ. თუ შემთხვევების აღმავლობა მოხდა, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. თუ ეს გადაწყვეტილება დარჩა, მაშინ სკოლებს უფრო მეტად დეტალიზებული რეკომენდაციები უნდა მიეცეთ,'' - დასძინა მაია ბუწაშვილმა.

ნახეთ ვიდეო 👆 და არ დაგავიწყდეთ!!!

წაიკითხეთ სრულად