Baby Bag

​„საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ“ - გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიში

​„საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ“ - გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიში

„საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს სახლში ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ“ - წერია გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალ ერთობლივ ანგარიშში - „რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა?“

„ინტერნეტის არქონა ხელს უშლის ბავშვებს იყვნენ კონკურენტუნარიანები. ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. პანდემიის გამო სკოლების დახურვამ ათასობით მოსწავლე დატოვა განათლების გარეშე, რადგან მათ არ აქვთ ინტერნეტი“ - აღნიშნა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, საქართველოში პანდემიის გამო სკოლების დახურვა დაახლოებით 661 500 ბავშვს შეეხო, რომლებსაც ონლაინ სწავლაზე გადასვლა მოუწიათ.

ამავე ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების 2/3-ს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

ამ კვლევის პარარელურად კი არსებობს განათლების სამინისტროს კვლევაც, რომლის თანახმადაც ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მოსწავლეების 94%-ს (459 846) ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ინტერნეტი არ აქვს 3,4%-სა და ტექნიკა არ აქვს 2,4%-ს.

ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ​ბმულს 

ამავე თემაზე იხილეთ: მასწავლებლების 97%-სა და მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს