Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული საპრეზენტაციო განაცხადის ფორმა დამტკიცდა

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული საპრეზენტაციო განაცხადის ფორმა დამტკიცდა

​მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული საპრეზენტაციო განაცხადის ფორმა დამტკიცდა. ამასთან, განისაზღვრა საპრეზენტაციო განაცხადის წარდგენის ვადა. 

ბრძანების მიხედვით, საპრეტენზიო განაცხადის ცენტრში წარდგენის ვადა - პრაქტიკოს, უფროს და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებს 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 20 იანვარის ჩათვლით აქვთ.

იხილეთ გასაჩივრებისთვის განსაზღვრული საპრეზენტაციო განაცხადის ​ფორმა

წაიკითხეთ სრულად