ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჩემი შვილი ავად რომ იყო, წმინდა ელენეს ხატი შევქმენი... წმინდა ელენეს მივანდე ჩემი შვილი,“ - ირმა კვაშილავა
ირმა კვაშილავამ იმ შთაგონების შესახებ ისაუბრა, რომელმაც მას ხატების შექმნა დააწყებინა. მისი თქმით, შვილის მძიმე ავადობის პერიოდში ხატების შექმნა დაიწყო:
„განსაცდელების პერიოდში ყველა ადამიანი გამოსავალს ღმერთთან ეძებს ხოლმე. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. შვილი მყავდა ძალიან მძიმედ ავად. შვიდი-რვა წელი გავიდა იმის მერე. მადლობა უფალს, დღეს კარგად გრძნობს თავს და კარგად არის. განსაცდელის პერიოდში ვეძებდი გზას, რომ უფალთან ახლოს ვყოფილიყავი.“
ირმა კვაშილავას თქმით, მას ერთ დღეს დაესიზმრა, რომ ჯვარი უნდა გაეკთებინა:
„ერთ ღამეს დამესიზმრა, რომ გავაკეთე ჯვარი. მინდოდა, ღამით სამ საათზე ავმდგარიყავი და გამეკეთებინა ჯვარი. რომ ავდექი, დავფიქრდი: ჯვრის გაკეთება კურთხევის გარეშე არ შეიძლება. მეორე დღეს მივედი ჩემს მოძღვართან მამა ლავრენტისთან. მან მითხრა, რომ ყოველთვის სიზმარს ნუ დაელოდები, უფალმა გიბოძა ეს უნარი და უნდა გააკეთო ჯვარი. მეორე დღეს გავაკეთე ჯვარი.“
„მერე დავიწყე ბისერებით ქარგვა. ჩემი შვილი ავად რომ იყო, წმინდა ელენეს ხატი შევქმენი. წმინდა ელენეს მივანდე ჩემი შვილი. პანდემიის დროს ღვთისმშობლის ხატი შევქმენი. ჩემი შვილის ავად ყოფნის პერიოდი 1-2 წელიწადი გრძელდებოდა. ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი. მადლობა უფალს, რომ შვილი გადამირჩინა. არც მინდა ამ პერიოდის გახსენება,“ - აღნიშნულ საკითხზე ირმა კვაშილავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.