ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„გავაკეთე საცივი ხორბლით, სხვანაირი გემო შემოიტანა, ცოტა დარიჩინსაც ვუმატებ“ - „მასტერშეფის" გამარჯვებული რუსო დაუშვილი
„მასტერშეფის" გამარჯვებულმა რუსო დაუშვილმა იმ კერძების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საახალწლოდ განსხვავებული წესით ამზადებს:
„ყველას ჰგონია, რომ ყველაზე გემრიელ საცივს აკეთებს. მე მგონია, რომ ჩვენთან ყველას ბებია კარგად აკეთებს საცივს. ეს გადმოდის მერე შთამომავლობაზეც. ჩემთანაც ტრადიციულად კეთდება საცივი, უბრალოდ ქათმით ვაკეთებთ ჩვენ, რადგან ინდაურის ხორცი დიდად არ მიყვარს. წელს პირველად ვცადე, რომ გამეკეთებინა ხორბლით. ნიგოზს დავუმატე ხორბალი და სისქისთვის ხორბლის ნახარში გამოვიყენე. სხვანაირი გემო შემოიტანა. მე ცოტა დარიჩინს ვუმატებ ხოლმე საცივში.“
რუსო დაუშვილის თქმით, ტრადიციულ გოზინაყთან ერთად ის გოზინაყის განსხვავებულ ვერსიასაც ამზადებს:
„გოზინაყიც გავაკეთე მოხალული ხორბლისგან და კარამელისგან, თუმცა, რა თქმა უნდა, ტრადიციული გოზინაყი აუცილებლად კეთდება ყველა ოჯახში. ნიგოზი და თაფლი არ გამომიყენებია. შაქრის კარამელს ვაკეთებ და ხორბალს ვხალავ ტაფაზე. გამოდის ძალიან ტკაცუნა თხილივით. გამოდის ძალიან ლამაზი და უფრო თხელი.“
„ბებიის რეცეპტებით ვამზადებდი ბევრ რამეს. ნამცხვრები ადრე რომ ცხვებოდა, მგონია, რომ ახლა ასეთი ნამცხვრები არ ცხვება, მაგალითად მანდარინის ტორტი. ახლა საახალწლოდ გავაკეთებ ჩემს ოჯახში რა ნამცხვრებიც ცხვებოდა. მანდარინის ტორტის მომზადებისას მანდარინს ატარებ კანიანად და ნიგვზით კეთდება. ეს რეცეპტი ბებომ მასწავლა. ახლა ვხვდები, როგორი საოცარი რეცეპტები აქვს ბებოს. ჩემთვის იმ გემოების გათანამედროვება, რომელიც ადრე იყო, უფრო საინტერესოა. მგონია, რომ ეს ბავშვობას გვახსენებს,“ - აღნიშნულ საკითხზე რუსო დაუშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.