ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სრულად ჩვენი გოზინაყის რეცეპტი... გილოცავთ შობა-ახალ წელს,“ - შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი
ცნობილმა შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა მაყურებლის თხოვნით საახალწლოდ გოზინაყის რეცეპტი და მომზადების წესი გაგვაცნო:
„იმისთვის, რომ გავაკეთოთ გოზინაყი, უნდა მოვიმარაგოთ ქაღალდი და კალმისტარი. რა გვჭირდება იმისთვის, რომ მოვამზადოთ ჩვენი გოზინაყი? გაშლილი მაღალი ქვაბი ან ტაფა, ორი დაფა 25X30-ზე, ერთი ჯამი ცივი წყლით, საბრტყელებელი, ერთი კილო დაჭრილი ნიგოზი, უკვე მომზადებული უმად, ჩემს რეცეპტში არის წაბლის თაფლი და მაისის თაფლი. წაბლის თაფლი იქნება ერთი 200-გრამიანი ჭიქა, მაისის თაფლი იქნება ნახევარი ჭიქა. მე ვიხმარ ხუთ კოვზ შაქარს. ჩავიწეროთ და მივყვეთ რეცეპტს.“