ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს დიეტა ძალიან გამოცდილია, ის დაახლოებით 1921 წელს შემოიღეს,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე
ენდოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ კეტო დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრა:
„კეტო დიეტა არის დიეტა, როდესაც ცხიმები არის წამყვანი რაციონში. 55-60% დღის რაციონი მოდის ცხიმოვან საკვებზე, შემდეგ მოდის ცილოვანი საკვები და დღის განმავლობაში 50 გრამზე ნაკლები არის ნახშირწყლები.“
„ზეთსა და კარაქში მომზადებული ხორცი, მაწონი, ხაჭო, ყველი, ნიგოზი, თხილეული და მსგავსი საკვები უფრო არის დღის რაციონში. როდესაც რაღაც კონკრეტული არის პრიორიტეტი და სხვა ტიპის პროდუქტები შეზღუდულია, ეს ძალიან დიდი სტრესია. ჩემთვის ნებისმიერი ასეთი დიეტა არის სტრესული.“
„ეს დიეტა ძალიან გამოცდილია, იმიტომ, რომ ის დაახლოებით 1921 წელს შემოიღეს ეპილეფსიის სამკურნალოდ. ეპილეფსიის მქონე ბავშვებს ამ დიეტით მკურნალობდნენ მანამ, სანამ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს შემოიღებდნენ. შემდგომში ნახეს, რომ წონის კლება ამ დიეტის ფონზე საკმაოდ ეფექტიანია. ერთ-ერთ დიეტის სახეობად დაინერგა კეტო დიეტა. მისი ხანგრძლივი ეფექტი არავინ არ იცის. მიზანშეწონილია, რომ ეს დიეტა გაკეთდეს რამოდენიმე კვირიდან მაქსიმუმ 8-12 თვემდე,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ზერეკიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.