Baby Bag

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„​ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების“ - ლევან რატიანი

„​ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების“ - ლევან რატიანი

„ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების“ - ამის შესახებ ინფორმაციას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„იმედია, მალე დავამარცხებთ პანდემიას! მალე ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი! ამის საფუძველი ბიოლოგიის კანონია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს! იმუნიტეტი პოპულაციური ჩამოყალიბის ფაქტორებია: გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნური სტატუსი და უსაფრთხო ვაქცინაცია! ამის დასტურია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ 19 და გამოჯანმრთელდნენ, 7-8 თვე და შესაძლებელია ათწლეულები ან მთელი ცხოვრების მანძილზეც კი ინარჩუნებდნენ მყარ იმუნიტეტს SARS-CoV-2 ის მიმართ.

​დაავადების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს, მაგრამ T და B უჯრედები იმახსოვრებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოქმნიან ახალ ანტისხეულებს, ორგანიზმს თუ კვლავ შეხება მოუხდა ამ ვირუსთან.

​ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების. მეცნიერების თქმით, Pfizer-BioNTech-ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა.

​ის ფაქტი, რომ კოვიდგადატანილების აცრის შემდეგ მათი ანტისხეულების რაოდენობა გაიზრდება, ამას დიდი მტკიცება და ექსპერიმენტი არ სჭირდება, მაგრამ ამ გზით გაზრდილი ანტისხეულების რაოდენობა არანაირ კლინიკურ სარგებელს არ იძლევა და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს რისკისა და სარგებლის თანაფარდობა!?

​ვაქცინაციას მასიურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა! ვაქცინაცია მედიცინის მონაპოვარია! მას მასიურად შეუძლია გადარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! ფაქტი ერთია, მთავარია პოპულაციიური იმუნური სტატუსის ჩამოყალიბება, რაც სუმარული ჯამია პოსტ-ინფექციის და ვაქცინაციის! მყარი იმინიტეტი პოსტინფექციურ ადამიანებში როგორც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია გვეუბნება არის გატანილებში + ერთჯერადი ვაქცინაცია! არა ქაოსს! სიმშვიდით, სიყვარულით და გვერდში დგომით გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გადავრჩებით!“ - წერს ლევან რატიანი.

წაიკითხეთ სრულად