Baby Bag

„იცოდით, რომ ფოთში ბევრად ოქროსფერ რუჯს იღებთ ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქში...“

„იცოდით, რომ ფოთში ბევრად ოქროსფერ რუჯს იღებთ ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქში...“

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა შვილებთან ერთად ფოთში, მალთაყვაში ისვენებს.

როგორც თავად აღნიშნავს, ფოთის სანაპიროზე ქვიშა მაგნიტურია, ბავშვები კი ბევრად დაცულები არიან, რადგან სანაპიროზე დაბალი წყალი დგას:

„იცოდით, რომ ფოთში ბევრად ოქროსფერ რუჯს იღებთ ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქში? ქვიშაც მაგნიტურია და რუჯთან ერთად კაჟდებით და ჯანმრთელობას იღებთ. ბავშვებიც ბევრად დაცულია, სანაპიროზე დაბალი წყალი დგას, სანამ შორს არ გახვალ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით აქ, გაიხსენეთ ჩემი სიტყვები,“ - აღნიშნული ხატია სიჭინავამ თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბებიებსა და ბაბუებს ურჩია, რომ შვილიშველბს შენიშვნები არ მისცენ და მათში კარგის დანახვაზე იყვნენ ორიენტირებულები. შალვა ამონაშვილის თქმით, ასეთ დროს ბავშვს გულში მაინც აწუხებს ის, რომ ის დაჩაგრეს და მას უსაყვედურეს:

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს. ვინც შენიშვნას აძლევს შვილიშვილს, თვითონ არის შენიშვნის ღირსი, რომ რატომ აკეთებ ამასო. ბავშვი რაც გამოსდის, იმას აკეთებს. ჩვენ დადებითი ვეძებოთ ბავშვში. იცელქა, რაღაც გაუტყდა, ფეხი წამოკრა, „აი, ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე,“ - თავს გამოიჩენს ბებია და ბაბუა.“

​არ უნდა ეს გაფრთხილებები. ბავშვი არ ფრთხილდება ასეთი შენიშვნებით. ბავშვს გულში რაღაც აწუხებს, ეთანაღრება, რომ შენიშვნებით დამჩაგრესო. არ სჯობს, ერთმანეთს ვუყუროთ სიკეთით. სიკეთე და სილამაზე დავინახოთ და იმას დავემყაროთ. შენიშვნებს რა გამოლევს ჩვენს ცხოვრებაში. იმას თუ გამოვეკიდეთ, წარსულში დავრჩებით, მატარებელი კი წინ მიდის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად