Baby Bag

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიიდან საქართველოში კვირას დაბრუნდა.

,,ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება, მათგან 2 უკანა სავარძელზე.

წაიკითხეთ სრულად