Baby Bag

„ინფორმაცია, თითქოს თბილისში გაიცა ელექტროენერგიის ვაუჩერები, არასწორია“ - კახა კალაძე

„ინფორმაცია, თითქოს თბილისში გაიცა ელექტროენერგიის ვაუჩერები, არასწორია“ - კახა კალაძე

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში გაიცა ელექტროენერგიის ვაუჩერები, რაც არასწორია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება: 

​„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში გაიცა ელექტროენერგიის ვაუჩერები, რაც არასწორია. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

იხილეთ ​ვიდეო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)