კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, - ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ავრცელებს.
„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.
გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.
ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.