Baby Bag

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ​მრჩეველთა ჯგუფის გადაწ​ყვეტილებით, ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.

„ფაიზერის“ გადაწყვეტილებით 12 წლამდე ასაკის ბავშვები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზის მესამედით აიცრებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ შემცირებული დოზის მიღების შემთხვევაშიც ბავშვები სიმპტომური დაავადებისგან დაცულები არიან.

ცნობილია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები იშვიათ შემთხვევაში მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებას იწვევს. ბავშვებში ვაქცინის დოზის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიოკარდიტის რისკის თავიდან აცილების მიზნითაც იქნა მიღებული.

​„ფაიზერის“ ცნობით, კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიმპტომური ინფექციისგან დაცვის კუთხით ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ​CNN

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გაფრთხილებთ მე-5 ტალღაზეც - ვიცი, მაინც არ დამიჯერებთ''

,,გაფრთხილებთ მე-5 ტალღაზეც - ვიცი, მაინც არ დამიჯერებთ''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მე-5 ტალღას ეხება: 

,,15/06/2021 მკაფიოდ ვთქვი, რომ აგვისტოს მე-2 კვირიდან იქნება კოვიდის მე-4 ტალღის აფეთქება... (ისე მე-4 ტალღა მე დავაანონსე 1 ივლისს და არა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა) გაგაფრთხილეთ (არ დამიჯერეთ, როგორც ყოველთვის, მე-2 და მე-3 ტალღის დროსაც იგივე იყო) ასევე ვთქვი, რომ სექტემბრის პირველ ნახევრამდე იქნება ეს ტრაგედია საქართველოში... (​ნახეთ ვიდეო რგოლი)

25/08/2021 გაფრთხილებთ მე-5 ტალღაზეც (ვიცი, მაინც არ დამიჯერებთ). 

გადახედეთ; ბოლო 2 წელი რა ვთქვი და რა არ შესრულდა,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად