,,კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე - მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც - მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ''.
ავტორი: გიორგი კეკელიძე
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
კორონავირუსით ინფიცირების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა? - დღევანდელი სტატისტიკა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 041 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების 58 შემთხვევა დაფიქსირდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.57%.
25 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 038 292 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%
სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.2%