Baby Bag

„სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს! დავიღალეთ, მართლა დავიღალეთ!“ - პროდიუსერი ნატო დუმბაძე

„სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს! დავიღალეთ, მართლა დავიღალეთ!“ - პროდიუსერი ნატო დუმბაძე

ცნობილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექიმების მხრიდან კოვიდ-19-ის გავრცელების გამო საზოგადოებაში შიშის დამკვიდრების მცდელობას აკრიტიკებს. ნატო დუმბაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დილიდან გვესმის ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანებისგან: ​ვერ გადავრჩებით, არ გადავრჩებით, რესურსი არ გვეყოფა, ეს მოხდება, ის მოხდება, ამოვწყდებით! კაცო,ეს დაფინანსება, გადამზადება, დრო, ხომ ყველაფერი გვქონდა და კიდევ გვაქვს, რომ მომზადებულები შევხვდეთ. არ მთავრდება ეს ტალღები,ეს ხომ იცოდნენ? ასეთი განცხადებები რას ემსახურება? ვის ემსახურება? ნუთუ დაშინება მთავარი იარაღია ვაქცინაციის? რა არის ეს, რანაირი განცხადებებია? ვისი ბრალია ანუ - ხალხის? ვთქვათ, დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი , ამისთვის ხომ უნდა ჰქონოდათ გეგმა B და არა ფსიქოლოგიური ტერორი!

დავიღალეთ!მართლა დავიღალეთ, ჯობია შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს და მობილიზაცია გააკეთონ, ხალხის დასტრესვით აგრესია უფრო მატულობს, ვიდრე შიში!

ყველაზე დიდ უნდობლობას კი ის იწვევს ხან ერთს რომ გეუბნებიან ეთერ-ერთერ და ხან მეორეს უტიფრად!

ბრიტანეთის მაგალითს თუ ავიღებთ 50 000 დაინფიცირდა გუშინ,მაგრამ ამოწყვეტით არ ემუქრებიან ადამიანებს! გეყოთ!“ - აღნიშნა ნატო დუმბაძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე

„​გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კა...
ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, რომელიც გერმანიაში მუშაობს,თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი საუნივერსიტეტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის,ლევან რატიანის გუშინდელ პოსტს ეხ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად