Baby Bag

„ჩვენ ხშირად გვითქვამს: „არაუშავს, გაიზრდები და დაგავიწყდება,“ აბსოლუტურად არ გვესმის ბავშვის განცდა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ჩვენ ხშირად გვითქვამს: „არაუშავს, გაიზრდები და დაგავიწყდება,“ აბსოლუტურად არ გვესმის ბავშვის განცდა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვისთვის დედისგან უპირობო სიყვარულის მიღების უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დედა განსაკუთრებული ფენომენია სამყაროში. მის წიაღში ისახება, დიდ პერიოდს გადის ბავშვი. ეს 9 თვე არ არის მცირე მონაკვეთი. რისთვის არის დედის უპირობო სიყვარული? რას ახორციელებს ასეთ განსაკუთრებულს? ადამიანმა და განსაკუთრებით ბავშვმა, უნდა განიცადოს საკუთარი თავის მნიშვნელობა. ეს მოდის უპირობო სიყვარულისგან. საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა, პირველ რიგში, გამოიხატება დედის მხრიდან გრძნობის ამოცნობით. წაიქცა ბავშვი. ჩვენ ხშირად გვითქვამს: „არაუშავს, გაიზრდები და დაგავიწყდება,“ ან „ამან გატკინა, ხომ? მოდი, ვცემოთ.“ აბსოლუტურად არ გვესმის ჩვენ, ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ მის განცდას.“

„რომ ეტკინა ბავშვს, ჩვენ მივმართავთ ასე: „ძალიან გეტკინა, ხომ? ძალიან არა?!“ ესაა გრძნობის ამოცნობა. ბავშვს ეზარება მეცადინეობა. „დაჯექი, იმეცადინე! მერე შენ იცი ცხოვრებაში რა გელოდება?“ - ეს არ უნდა უთხრათ არცერთი! მხოლოდ ამოვიცნოთ მისი გრძნობა და ვუთხრათ: „გეზარება ძალიან, არა?!“ ეს ნიშნავს იმას, რომ მის განცდაში შეხვედი, გრძნობა ამოიცანი. რაღაცაში იცრუა ბავშვმა. ის თავისი შინაგანი მდგომარეობის გამო ცრუობს. მას ან არ უნდა, რომ გაგიმხილოს, რადგან გეწყინება, ან მეგობართან უნდოდა წასვლა. „შენ გაგიჭირდა ჩემთვის გამხელა, ხომ?“ - ასე ვეუბნებით. ყველაზე მთავარია, რომ შენ ბავშვის გრძნობა ამოიცანი. ეს ადრეული ასაკიდანვე ასეა. ყველაზე მთავარი არის ადამიანის განცდები. პირველი და უარსებითესი განცდის ამოცნობაა,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“