Baby Bag

„როდესაც თქვენი შვილი კომპიუტერთან ზის, მიუჯექით გვერდით, ჰკითხეთ რას თამაშობს, ითამაშეთ მასთან ერთად,“- შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

„როდესაც თქვენი შვილი კომპიუტერთან ზის, მიუჯექით გვერდით, ჰკითხეთ რას თამაშობს, ითამაშეთ მასთან ერთად,“- შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ბავშვის ეკრანდამოკიდებულების თავიდან არიდების წესები გააცნო და მათ საინტერესო რჩევები მისცა:

„ბავშვი ეტანება ამ გასართობებს, პლანშეტებს, ინტერნეტში გამოყრილ ყველანაირ ინფორმაციას. ვინ უყიდა ბავშვს პლანშეტი? მე ხომ არ მიყიდია თქვენი შვილისთვის პლანშეტი? თქვენ არ უყიდეთ?! არ უთხარით, რომ შვილო, ეს მავნებელია შენი თვალებისთვის, უნდა იჯდე, ხერხემალი უნდა გამრუდდეს, აქ აუარებელი ნაგავია. მე გიყიდი ამას, ყველაზე საუკეთესო აარჩიე, მაგრამ დავთქვათ პირობა: შვილო, ეს გექნება შენ, მაგრამ 2 საათზე მეტი ამასთან არ დაჯდე, მომეცი სიტყვა, ჩამომართვი ხელი. თუ დაარღვევ, მე გამიჭირდება. არ მინდა შენს თვალზე ცრემლი, მაგრამ თუ სხვა გზა არ მექნება, ამას ჩამოგართმევ და შეიძლება დავამტვრიო კიდეც, იმდენად მომეძალოს განცდები მომავლისა. აქამდე რატომ უნდა მიმიყვანო?“

„თუ არც დამტვრევამ უშველა და არც არაფერი, მაშინ მოთმინება, დედის ცრემლი, მამის თხოვნაა საჭირო. როდესაც თქვენი შვილი კომპიუტერთან ზის, მშობელი უნდა მიუჯდეს გვერდით, ჰკითხოს რას თამაშობს. ითამაშოს მასთან ერთად. რომ ჩაყვები ბავშვს, ერთობლივი ინტერესი გაჩნდება, მაშინ უნდა უთხრა: „მოდი, შევამციროთ თამაშები, წამომყევი მაღაზიაში, ბაზარში.“ თუ ბავშვი დაინახავს, რომ ვითომ მეც მინდა ეს თამაშები, ის გამომყვება,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​,,სტუდია 13" ის პროექტის ,,სხვა მხარე"