,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,გაჯეტები მოზარდებს ხდის დამოკიდებულს, იწვევს სტრესს, რომელიც დეფიციტს აჩენს''
ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძე გაჯეტების შესახებ გადაცემაში ,,წესები მშობლებისთვის'' ისაუბრა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, გაჯეტები მოზარდებს და ზრდასრულებს დამოკიდებულს ხდის:
,,ადამიანი დამოკიდებული შეიძლება იყო, როგორც ნებისმიერ ნარკოტიკზე, ასევე გაჯეტებზე. უცებ რომ ამოიღო გაჯეტები მათი ცხოვრებიდან, ეს გამოიწვევს სტრესს და გაართულებს მდგომარეობას.
და საიდან მოდის ეს პრობლემა?
პირველი, მშობელი ვერ აღიქვამს ეს როგორი ძლიერი დამოკიდებულებაა და ადვილად აძლევს შვილს გაჯეტზე წვდომის საშუალებას.
მეორე, ცოცხალი კომუნიკაციები იმდენად დეფიციტური გახდა, რომ ბავშვი თავის პატარა სამყაროს მარტივად იქმნის ამ მოწყობილებების გამოყენებით და ეს გარემო მისთვის კომფორტულია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან სოციალურ საზოგადოებად ითვლება, მაინც ხშირად გვჭირდება იმის სწავლება როგორ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რა შეიძლება შევთავაზოთ იმისთვის, რომ ჩავანაცვლოთ გაჯეტები ცოცხალი კომუნიკაციით,'' - აღნიშნა თინათინ ცერცვაძემ.