,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა
სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.
„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.
კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.
ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.
კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.