Baby Bag

დელტა თუ ომიკრონი - როგორ განასხვავებენ ექიმები, რომელი შტამით არის პაციენტი ინფიცირებული?

დელტა თუ ომიკრონი - როგორ განასხვავებენ ექიმები, რომელი შტამით არის პაციენტი ინფიცირებული?

თერაპევტმა ლიზა გოდერძიშვილმა განმარტა როგორ ხდება დელტა შტამისა და ომიკრონის ერთმანეთისგან განსხვავება ინფიცირებულ პაციენტებში:

„კოვიდ კლინიკებში შტამების იდენტიფიცირება არ ხდება. პაციენტი კლინიკაში დადგენილი ინფექციით ხვდებიან. შტამების იდენტიფიცირება კლინიკების გარეთ ხდება. ჩვეულებრივი პისიარ ტესტის დონეზე ომიკრონისა და დელტას განსხვავება ვერ ხერხდება. შეიძლება ლაბორატორიის თანამშრომელმა უბრალოდ ეჭვი მიიტანოს. შემდეგ ხდება სექვენირება, რომელიც ახდენს შტამის დიფერენცირებას. ამას სამი კვირა სჭირდება.“

ლიზა გოდერძიშვილის თქმით, ექიმები პაციენტის მკურნალობის დაწყებისას სექვენირების პასუხს არ ელოდებიან, რადგან მას დიდი დრო სჭირდება:

„თუ დაავადება ისე მძიმედ წარიმართა, რომ ჰოსპიტალში პაციენტი მძიმე მდგომარეობაში შეჰყავთ, სექვენირებას არ ველოდებით. კლინიკური ნიშნების მიხედვით დაახლოებით შეიძლება მიხვდეს ექიმი, კლინიკური მსჯელობის და განსჯის შემდეგ. ახალშემოსულ პაციენტებს ყოველთვის სიმპტომების სიმძიმის მიხედვით ვაფასებთ.“

„ჯერჯერობით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ხშირად ეჭვი ომიკრონზე მოზრდილ პაციენტებში არ არის. ერთი-ორი პაციენტი იყო, რომელსაც აქვს ომიკრონის გამოხატული სიმპტომები. ისინი ჯერჯერობით ცოტანი არიან. ბავშვებში, ალბათ, უფრო ბევრია,“- აღნიშნულ საკითხზე ლიზა გოდერძიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“