Baby Bag

როგორ მოვაგვაროთ მაღალი ქოლესტერინის პრობლემა წამლის გარეშე? - ნინო ვაშაკიძის რეკომენდაციები

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ვაშაკიძემ წამლის გარეშე მაღალი ქოლესტერინის პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა:

„გვერდით მყავდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი დაავადება. მე ნემსებით, მან ვარჯიშებით მოვაგვარეთ პრობლემა და დღეს არის ბევრად უფრო კარგად, ვიდრე 20 წლის წინ. მან მასწავლა მე ეს ვარჯიშები. ბევრად უფრო ახალგაზრდა ხდები. ბრუნდება ცხოვრება, ასაკი. გამოცდილება კი შენთან რჩება. ეს მოქმედებს ყველაფერზე, ქოლესტერინზე, პროთრომბინზე. 20 წლის წინ ამ ადამიანს არ დავუჯერე. რომ გამიჭირდა, დავუჯერე და იმოქმედა.

ვისაც აქვს მაღალი ქოლესტერინი და უკვე არ იღებს წამალს, 15-დან 30 გრამამდე (უმჯობესია 15) სალა უზმოზე დაღეჭონ დიდხანს. არ არის უგემური. 3 კვირა ან ერთი თვე ასე მოიქცნენ და ნახონ, რა შედეგს მიიღებენ. ადამიანი უჭმელი უნდა იყოს ამ დროს,“-მოცემულ საკითხზე ნინო ვაშაკიძემ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

მაღალი ქოლესტერინის პრობლემის მოსაგვარებლად ნინო ვაშაკიძემ სპეციალური ვარჯიშები წარადგინა, რომლის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს სახლის პირობებში შეუძლია. ვარჯიშების დეტალური აღწერა იხილეთ თანდართულ ვიდეოში.

წყარო: „პოსტ ალიონი“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად - https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად