წელს შეიცვალა გრიპის და კოვიდის ვაქცინებს შორის შუალედის დაცვის წესი
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციის თანახმად, წელს შეიცვალა გრიპის და კოვიდის ვაქცინებს შორის შუალედის დაცვის წესი“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის პოსტს:
„ახალი რეკომენდაციით, ეს ორი ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, ანუ ერთი და იმავე ვიზიტზე, თუმცა სხვადასხვა ანატომიურ ლოკალიზაციაზე. ეს რეკომენდაცია განსხვავდება წინა სეზონზე მოქმედი რეკომენდაციისგან, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო ამ ორ ვაქცინას შორის 2-კვირიანი შუალედის დაცვა,“ - აღნიშნულია მაია ბუწაშვილის პოსტში.