Baby Bag

„მე არ შემშინებია ამ ვაქცინის გაკეთება, პირიქით, ძალიან ბედნიერად მივიღე,“ - ექიმი დავით მაღლაკელიძე

„მე არ შემშინებია ამ ვაქცინის გაკეთება, პირიქით, ძალიან ბედნიერად მივიღე,“ - ექიმი დავით მაღლაკელიძე

ქართველმა ექიმმა დავით მაღლაკელიძემ, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ვაქცინაციის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ერთადერთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ აწუხებდა მხრის მსუბუქი ტკივილი იყო:

„ერთადერთი რა გვერდითი ეფექტიც მქონდა იყო ის, რომ მტკიოდა მხარი ზუსტად იქ, სადაც გავიკეთე ვაქცინა. ეს ტკივილი 10 ბალიანი სისტემით რომ შევაფასო, იყო ორის დონეზე და მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. ვინც ვაქცინა გავიკეთეთ, თითქმის ყველას გვაქვს ადგილობრივი ტკივილი. ძალიან იშვიათად აქვთ ზოგადი სისუსტე და ისიც მაქსიმუმ ერთი ან ორი დღე გრძელდება. ამ ​ვაქცინისთვის დამახასიათებელია ის, რომ ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს. საკმაოდ უსაფრთხოა, ამიტომ მე არ შემშინებია ამ ვაქცინის გაკეთება, პირიქით, ძალიან ბედნიერად მივიღე.“

დავით მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინის შესახებ გავრცელებული მითები სიმართლეს არ შეესაბამება:

„ვაქცინაციის შემდეგ არანაირი შეზღუდვა არ მქონია აბსოლუტურად არც საკვების მხრივ, არც მოძრაობის, არც ბანაობის მხრივ. არანაირი წინასწარგანწყობა და მომზადება ამას არ სჭირდება. მე ზუსტად იმიტომ დავდე ფოტო, რომ ​საზოგადოების აზრი ორად გაიყო. რაღაც სასწაულებს ამბობდნენ ხოლმე. ამბობდნენ, რომ ზოგი იჩიპება, ნამდვილად არ დავჩიპულვარ.“

დავით მაღლაკელიძის თქმით, ვაქცინაცია, პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს უტარდებათ:

„ჯერჯერობით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები იცრებიან. ​ჯერ ვინც პირველ ხაზზეა იმათი ვაქცინაცია დაიწყო, შემდეგ დანარჩენი ექიმების ვაქცინაცია იგეგმება. ამის შემდგომ უკვე დიაბეტით დაავადებული, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე, ასაკოვანი ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება. კვლევა, რომელიც ჩატარდა არ ითვალისწინებდა ორსულებს და თექვსმეტ წელზე ქვემოთ ბავშვებს, რის გამოც ვაქცინაცია მათ არ უტარდებათ.“

„21 დღის შემდეგ, რვა იანვარს მაქვს შემდეგი ვაქცინა. 21-ე დღეს კიდევ ერთ დიდ შეხსენებას რომ გავუკეთებთ ორგანიზმს, მის მიერ გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა ბევრად მეტი იქნება და ბევრად უკეთ დაიცავს ის თავს. 95 %-იანი ეფექტიანობა რომ დავდოთ, ამისთვის საჭიროა კონკრეტული დრო, 21 დღე და დამატებით დაახლოებით ორი კვირა. როდესაც გავა 21 დღე, მეორედ ​გაიკეთებ ვაქცინას და გამომუშავდება იმუნიტეტი, ბევრად უფრო მარტივად გადაიტანთ ვირუსს,“ - ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დავით მაღლაკელიძემ ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ბუნებრივ ინფექციაზე კარგ იმუნიტეტს დატოვებს ვაქცინა, ამის შესახებ ნაშრომები წამოვიდა,“- პ...
​დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია პულსის გადაცემაში „მონაგარი“ იმ სარგებელზე საუბრობს, რომელსაც ვაქცინაცია მოგვიტანს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლ...