Baby Bag

დაახლოებით 5 ცალი მარწყვი შეიცავს იმდენივე ვიტამინ C-ს, რამდენსაც ერთი დიდი ფორთოხალი - რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ხილზე?

დაახლოებით 5 ცალი მარწყვი შეიცავს იმდენივე ვიტამინ C-ს, რამდენსაც ერთი დიდი ფორთოხალი - რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ხილზე?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას სეზონურ ხილზე, რითაც საკმაოდ განებივრებულები ვართ მიმდინარე, გაზაფხულის სეზონზე.

გაზაფხული მდიდარია მრავალფეროვანი ხილით: ალუჩა, კენკროვნები (მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მოცხარი) ალუბალი, თუთა. დღიურად რეკომენდებულია სეზონური ხილის 300-500 გრამის მირთმევა (ვსაუბრობ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე), რათა ორგანიზმს მივაწოდოთ მისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების საჭირო ოდენობა.

ალუჩა - მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, PP, A და E ვიტამინებით. ასევე დიდი ოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი) და მინერალებს: კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი.
კენკროვნები - ვიტამინებისა და მინერალების შეუცველელ საბადოს წარმოადგნენ. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები. იწოდებიან, როგორც ანტიოქსიდანტები. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე C, A, E და PP ვიტამინებს. კენკროვნები რკინის და ფოლიუმის მჟავის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ხელს უწყობენ სისხლის წარმოქმნის პროცესს. დაახლოებით 5 ცალი მარწყვი შეიცავს იმდენივე ვიტამინ C-ს, რამდენსაც ერთი დიდი ფორთოხალი. კენკროვნები ასევე დიდი რაოდენობით შეიცავენ მაგნიუმს, კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, იოდს.
ალუბალი - ასევე მძლავრი ანტიოქსიდანტია. იგი მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით: კალიუმი, ფოსფორი, ფტორი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, იოდო, ქრომო, თუთია. დიდი რაოდენობითაა მასში ვიტამინები: С, А, В1, В2.
თუთა - მასში დიდი რაოდენობით გვხვდება შემდეგი მინერალები: რკინა, სელენი, მანგანუმი, კალციუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, კალიუმი, ნატრიუმი და ასევე B ჯგუფი და E, C, K ვიტამინები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას საზამთროსა და ნესვზე, რომლეთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელია ზაფხული.

საზამთროს 87% შეადგენს წყალი, დანარჩენი კი არის უჯრედისი, ვიტამინები და მიკრო-მაკრო ელემენტები, როგორებიცაა: C და B ჯგუფის ვიტამინები, PP ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და სხვა. საზამთრო ასევე შეიცავს მცირე ოდენობით შაქარს.

​რაც შეეხება ნესვს, მასში შაქრის შემცველობა მეტია, ვიდრე საზამთროში, ამიტომ დიაბეტით დაავადებული ადამიანები მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ ნესვთან მიმართებაში. ნესვიც მდიდარია წყლით, უჯრედისით, მიკრო-მაკრო ელემენტებით და ვიტამინებით: თუთია, კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, A, B ჯგუფის და C ვიტამინები. ორივე მათგანი დადებითად მოქმდებს ადამიანის ნივთიერებათა ცვლაზე, გუნება-განწყობილებაზე, იმუნიტეტზე.

პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია დღის მანძილზე მიიღოს 300 გრ. ნესვი და 500 გრ. საზამთრო (თავი უნდა შეიკავონ ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებმა, განსაკუთრებით, წყლულოვანი დაავადება). როგორც ზოგადად ხილთან მიმართებაში, აქაც გავითვალისწინოთ, რომ საზამთრო და ნესვი მიირთვით, როგორც დამოუკიდებელი კვება, დღის პირველ ნახევარში.

ბევრს აინტერესებს, ზაფხულში როდიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება? - ოპტიმალურ პერიოდად შეიძლება, მივიჩნიოთ ივლისის თვე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად