„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“, - ამის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„10-მილიონიან შვედეთს 376 კორონიანი უწევს ინტენსიურში. ნუთუ ამას ამდენი არითმეტიკა უნდა, რომ, რაც მეტია ინფიცირებული და ნაკლებია ავადმყოფი, მით უფრო მეტია იმუნიტეტი?
ამ ზაფხულში მთელი შვედეთი გადაიტანს ამ დაავადებას. შვედები ითვლიან არა ინფიცირებულს, არამედ ავადმყოფს, ისევე, ზუსტად ისევე, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო პანდემიის გლოსარში წერია.
არის პანდემია? არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს.
ნუთუ ასე ძნელია ამის ყველაფრის აღქმა?
მიდის ახლა დიდი ბრიტანეთის გაზეთებში პროპაგანდა, რომ შვედეთს თურმე ყველაზე მაღალი „ახალინფიცირებულის“ რიცხვი აქვსო. „ვირუსმატარებლის“ რიცხვია ეს და ავადმყოფი სხვაა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
იდეალური საკვები წყლისა და მინერალების რაოდენობის შესავსებად - გიორგი ღოღობერიძე კიტრის სასარგებლო თვისებებზე
ეს არის იდეალური საკვები, რომ შევივსოთ არა მარტო წყლის, არამედ მინერალების რაოდენობა...შეკრულობა, დაბალი წნევა, გულის აჩქარება, ოფლიანობა, წამოდგომისას თავბრუსხვევა ... კიდევ რა შემთხვევაში უნდა მივირთვათ კიტრი? - გიორგი ღოღობერიძე კიტრის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.