„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“, - ამის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„10-მილიონიან შვედეთს 376 კორონიანი უწევს ინტენსიურში. ნუთუ ამას ამდენი არითმეტიკა უნდა, რომ, რაც მეტია ინფიცირებული და ნაკლებია ავადმყოფი, მით უფრო მეტია იმუნიტეტი?
ამ ზაფხულში მთელი შვედეთი გადაიტანს ამ დაავადებას. შვედები ითვლიან არა ინფიცირებულს, არამედ ავადმყოფს, ისევე, ზუსტად ისევე, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო პანდემიის გლოსარში წერია.
არის პანდემია? არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს.
ნუთუ ასე ძნელია ამის ყველაფრის აღქმა?
მიდის ახლა დიდი ბრიტანეთის გაზეთებში პროპაგანდა, რომ შვედეთს თურმე ყველაზე მაღალი „ახალინფიცირებულის“ რიცხვი აქვსო. „ვირუსმატარებლის“ რიცხვია ეს და ავადმყოფი სხვაა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ანაფილაქსიურ შოკში მყოფი პაციენტი 98-99.3%-ით გადარჩება, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინექცია, ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება“...
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ანაფლაქსიასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდის. გთავაზობთ მის პოსტს ამ თემაზე.
- რა დროში იწყება ანაფილაქსია?
- 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან. - არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?
- სამწუხაროდ, არა.
- თუ არ ვარ ალერგიული, შეიძლება დამემართოს ანაფილაქსია?
- შეიძლება.
- თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?
- ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში).
- რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?
- უმთავრესად ეს არის მთელი სხეულის ქავილი, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება
70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.
10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;
30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.
20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით.
- რა იწვევს ანაფილაქსიას?
- ძირითადად ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა.
- რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?
ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:
1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით
2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)
3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით).
- რით მთავრდება ანაფილაქსია?
- 98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება, სტეროიდული ჰორმონების გამოყენება საჭიროებისამებრ.
- შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?
- ძალიან იშვიათად. ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ კეთდება დაგვიანებით ან თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად.
- რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცველების მიზეზი?
ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო
დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება
მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო.
- რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?