გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„დონალდ ტრამპს 5 წელი ვეძახეთ, ვაგინეთ, დავცინეთ, რომ ფაქტებს არაფრად აგდებს და საკუთარ ფაქტებს პროდუცირებსო, ამას ფეიკნიუსი დავარქვით.
ახლა რა დავარქვა მაგალითად მსოფლიოს კი არა, გერმანიის ნოსტრადამისეულ და დამპანიკებელ კორონას ინფო ბრძოლას და პროპაგანდას?
სტატისტიკური მონაცემები ყოველდღე აქტუალური. ვითვლით ინფიცირებულთა კი არა, ვირუსმატარებელთა რიცხვს და ვაპანიკებთ ადამიანებს, დავიღუპებითო.
დეკემბერში, როცა ახალვირუსმატარებელთა ყოველდღიური რიცხვი 20 ათასზე მეტი იყო გერმანიაში, ყოველღიური სიკვდილიანობა იყო ათასზე მეტი, ანუ საერთო ბუნებრივი სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. დღეს, როცა ახლადვირუსმატარებელთა იგივე და უფრო მეტი რიცხვია, სიკვდილიანობის მაჩვენებელია 5-ჯერ ნაკლები. კორონათი სიკვდილიანობა 6-ჯერ შემცირდა და შეადგენს ბუნებრივი სიკვდილიანობის 5%-საც კი არა.
ინფექციური დაავადებები ბუნებრივი სიკვდილიანობის დიდი წილით გამოირჩევა ყოველთვის. ასაკი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ინფექცია გახლავთ უდიდესი რისკი, ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება. ამას თან ისიც ემატება, რომ კორონაგადატანილი უკვე 140 მილიონზე მეტი ადამიანიდან მეორედ კორონათი ინფიცირების 30-მდე ფაქტია მთელს მსოფლიოში დაფიქსირებული. ანუ, კორონაგადატანილი საუკეთესო დაცვითაც გამოირჩევა და სხვისთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამ ფაქტის სრულ უგულებელყოფას რა დავარქვა, ესეც არ ვიცი. კორონაგადატანილები აცრილთა დადებით სტატისტიკაშიც კი არ მოიხსენიება, გარდა შვედეთისა. შვედები უსაფრთხო პიროვნების პირველ საფეხურზე კორონაგადატანილს და მერე კი სრულად აცრილს ასახელებენ. კორონაგადატანილი, განსხვავებით აცრილისაგან, ვირუსის არც მატატრებელია უკვე მეთოთხმეტე თვეა და ამიტომ არც არავის არ გადასდებს. ამ ფაქტს უნდა უგულვებელვყოფდეთ თუ პირიქით? ვამბობდეთ მაინც!!!
არალოქდაუნის შვედების 146 ათასი კორონიანიდან აქტუალურად 391 ადამიანია ინტენსიურ განყოფილებაში.
გავჩუმდებოდი და მეც ვიძახებდი, ამოიკეტეთ სახლებში, იზოლაციაში წადით, გარეთ და ტყეშიც პირბადეები ატარეთ და ერთმანეთს ათ მეტრზე ახლოს ნუ მიეკარებით-მეთქი, მაგრამ ფაქტებს რა ვუქნათ?
ფაქტია ისიც, რომ რეგულარული 28 000 ინტენსიურის საწოლიდან გერმანიაში კორონათი ინფიცირებული 4 900 პაციენტია და მართვით სუნთქვაზე აყვანილი - 2 700 (ამ ორშაბათიდან უკვე არაინვაზიურ დახმარებით სუნთქვასაც „ინტუბირებულად“ აღრიცხავენ).
რას იზამ, ვინც ითვლის, ითვლის ისე, როგორც სურს და მაინც ფაქტი რჩება ფაქტად.
გერმანიის სტატისტიკურ ბუნდესამტს პატარა ცუღლუტი კი შეუძლია, მაგრამ გაყალბებით ვერაფერს გააყალბებს,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს - პედიატრის რეკომენდაცები
როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს? - აღნიშნულ კითხვას პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.
პატარებს მუდამ ახსოვთ, რომ მათ ჩუტყვავილა, მწვანე კოპლებიანი ინფექცია გადაიტანეს - ყველაზე ხშირად ხომ სწორედ ბრილიანტის მწვანის ხსნარით უმუშავებდნენ გამონაყარს?!
ჩუტყვავილა ჰერპესვირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ჰაერ-წვეთივანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. დაავადება უხშირესად ცხელებით, სისუსტით იწყება, რასაც თან სდევს სხვადასხვა ტიპის გამონაყრის განვითარება - ლაქოვან გამონაყართან ერთად ვითარდება ბუშტუკები, ეროზიული ზედაპირები, კანიდან ამობურცული ელემენტები, რაც სახეზე, სხეულზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურებზე ვრცელდება. გამოყრა ტალღურად ხდება, რასაც ტემპერატურის მომატებაც ახასიათებს. გამონაყარს ქავილი სდევს თან. 1 კვირაში ცხელება ქრება, გამონაყრის ყველა ელემენტი ფუფხით იფარება, რომლებიც თანდათან ძვრება.
როგორ მოვიქცეთ? უპირველესად, პედიატრს მიმართეთ, რათა სწორი დიაგნოზი დაისვას და შესაბამისი რჩევა-დარიგებებიც მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ კანის ჰიგიენას. პატარა ყოველდღე დაბანეთ, ოღონდ ღრუბლის გამოყენების გარეშე, რომ გამონაყარი არ გააღიზიანოთ და გამონაყრის ელემენტები ექიმის მიერ მითითებული ანტისეპტიკური ხსნარით დაამუშავეთ. ეცადეთ, ბავშვმა გამონაყარი არ მოიქავოს და ამ გზით ინფექცია არ შეიტანოს კანში. ხშირად გამოუცვალეთ შიდა და ლოგინის თეთრეული.
ჩუტყვავილას უხშირესი გართულებებია კანის ინფექციები. საშიშ გართულებათა რიგს მიეკუთვნება ენცეფალიტი.
გახსოვდეთ! თუ პატარას ჩუტყვავილას ფონზე ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, კრუნჩხვა, მაღალი ცხელება გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.