Baby Bag

როდის არის სიცოცხლისთვის საშიში გულის აჩქარება? - კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი ტაქიკარდიის საყურადღებო შემთხვევების შესახებ

როდის არის სიცოცხლისთვის საშიში გულის აჩქარება? - კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი ტაქიკარდიის საყურადღებო შემთხვევების შესახებ

კარდიოლოგმა გიორგი პაპიაშვილმა გულის აჩქარების იმ ტიპების შესახებ ისაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყოს. მისი თქმით, თუ გული მოულოდნელად ჩქარდება მოსვენებულ მდგომარეობაში, ეს საყურადღებოა:

„შეიძლება ​გული სრულიად მოულოდნელად მოსვენებულ მდგომარეობაში აჩქარდეს, ისე, რომ არანაირი ფიზიკური ან ემოციური სტიმული არ ყოფილა ამის გამშვები მექანიზმი. ამასთან აჩქარების სიხშირესაც გააჩნია. როდესაც ჩვენ ფიზიოლოგიურად გვიჩქარდება გული, შეიძლება აჩქარდეს უფრო მცირედ: 100, 110, 120. არის აჩქარებები, როდესაც ჩვენი პულსი შეიძლება სრულიად მოულოდნელად გახდეს 180, 200. რა თქმა უნდა, ეს უკვე არ არის ფიზიოლოგიური. მას სჭირდება უფრო ყურადღება. ასეთი ტიპის ტაქიკარდიებს პაროქსიზმული ტაქიკარდიები ეწოდება.“

გიორგი პაპიაშვილმა მოციმციმე არითმიის სიმპტომებისა და მის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შესახებაც ისაუბრა:

„არის გულის აჩქარებები, როდესაც არამარტო სიჩქარე მატულობს გულისცემის, არამედ ის ხდება მკვეთრად არარეგულარული. ჩქარი და არარეგულარული გულისცემა დიდ ეჭვს ბადებს, ხომ არ არის მოციმციმე არითმია. მოციმციმე არითმია არასდროს არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული ეპიზოდით. ითვლება, რომ ის ქრონიკული დაავადებაა. მას ახასიათებს დაბრუნება, რეციდივები. მყისიერ საფრთხეებს ის არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ბევრს ეშინია, რომ ახლა თუ დაემართა მოციმციმე არითმია, ახლავე შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ამ მხრივ შემიძლია დავამშვიდო პაციენტები. მყისიერ საფრთხეებს, როგორც წესი, ის არ ქმნის. მიუხედავად ამისა, ის ​გრძელვადიან პერსპექტივაში არის ძალიან ცუდი არითმია.“

„მოციმციმე არითმიას გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია ორი ტიპის პრობლემის გამოწვევა: ხშირი, სწრაფი და არარეგულარული გულისცემის გამო დაასუსტოს გული, ხელი შეუწყოს გულის უკმარისობის განვითარებას. მეორე, რაც ასევე ძალიან ყურადსაღებია, მოციმციმე არითმიის დროს მატულობს გულის გარკვეულ კამერაში თრომბების წარმოქმნის საფრთხე, ​რაც ქმნის ინსულტის საფრთხეს. ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია. ქრონიკული მოციმციმე არითმიის დროს ხუთჯერ არის გაზრდილი ინსულტის რისკი ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი პაპიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისათვის?
რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისათვის? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის პოსტს: „შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგია გულისთვის. მაგრამ ყვ...