Baby Bag

ამ მდგომარეობას თავს გაართმევთ ძალიან მარტივად, თუ რჩევებს გაითვალისწინებთ

ამ მდგომარეობას თავს გაართმევთ ძალიან მარტივად, თუ რჩევებს გაითვალისწინებთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დღეს აქტუალურ თემაზე - მაღალ ტემპერატურაზე, მისგან გამოწვეულ გართულებებსა და მოგვარების გზებზე საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო ☝️


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმ​რთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სერიოზული გარღვევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ეს სერიოზული გარღვევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოში შემოსული მონოკლონური ანტისხეულების შესახებ ისაუბრა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აღნიშნული მედიკამენტების ეფექტიანობას გაუსვა ხაზი:

„გეტყვით იმ წამლების შესახებ, რომელიც უკვე შემოვიდა ქვეყანაში. ამ მედიკამენტების გამოყენება უკვე 10 ნოემბრიდან დაიწყება. ეს არის ორი ჯგუფის მედიკამენტი. პირველი განსაზღვრულია შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისთვის. ეს არიან პაციენტები, რომლებიც ბინაზე არიან და მათთან ერთჯერადი ინტრავენური გადასხმით შეიძლება თავიდან ავიცილოთ დამძიმება.“

ივანე ჩხაიძის თქმით, მეორე ჯგუფის ანტისხეულები ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი:

​მეორე ჯგუფი არის ის მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს და მათში ავიცილოთ დაავადების მძიმე მიმდინარეობა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გარღვევაა, კიდევ ერთი სერიოზული ინსტრუმენტია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

„სხვა სახის მედიკამენტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ცოტა ​ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში ეს მედიკამენტები საქართველოში შემოვიდეს იმ რაოდენობით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეყოს. ჯერჯერობით ჩვენ ვრჩებით ვაქცინაციის იმედად და მხოლოდ ეს არის ჩვენი რესურსი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.

წყარო: ​მედიაჰოლდინგი „კვირა“


წაიკითხეთ სრულად