რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩანასახზე ქალის/კაცის მხრიდან თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარებამ?

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩანასახზე ქალის/კაცის მხრიდან თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარებამ?
რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩანასახზე ქალის/კაცის მხრიდან თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარებამ? - აღნიშნულ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი ლელა ირემაძე.

- რა ზეგავლენას ახდენს დედის მხრიდან თამბაქოს, ალკოჰოლის ნარკოტიკის მოხმარება ჩანასახზე?

უშუალოდ ორსულობის პერიოდში დედის მიერ ნარკოტიკების და თამბაქოს ჭარბი მოხმარება ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს და უმეტესწილად ვლინდება ნაყოფის ზრდის შეფერხების სახით, ანუ საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება-ჩამორჩენაზეა საუბარი. ეს ეხება ნარკოტიკებს და თამბაქოს. ალკოჰოლს, რაც შეეხება, გააჩნია რაოდენობას, ზომიერ მოხმარებასთან დაკავშირებით, არ არის რეკომენდაცია რომ არ შეიძლება და ცუდ გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, როდესაც ყოველდღიურ მოხმარებაში გადადის ნეგატიურად აისახება ჩანასახის განვითარებაზე. თამბაქოსა და ნარკოტიკზე უფრო მეტი კვლევაა ჩატარებული და როდესაც ვიღებთ ფეხმძიმე პაციენტებს აუცილებლად ვკრძალავთ მათ მოხმარებას. 

- რა ხდება თუ თამბაქოს, ალკოჰოლის ნარკოტიკის მომხარებელი მამაკაცია? 

- მამაკაცის შემთხვევაში, სპერმის მაჩვენებლებლებზე ცალსახად უარყოფითი ზეგავლენა აქვს, ეს იქნება ალკოჰოლიკი, ნარკოდამოკიდებული თუ მწეველი. ვლინდება სპერმოგრამის დარღვევის სახით. ვინაიდან აკრძალვა, ძირითადად, შედეგის მომცემი არ არის, რადგან დამოკიდებულება მოგეხსენებათ რთული საკითხია, ვზღუდავთ რაოდენობას და ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემცირებითი თერაპიით შედარებით ეფექტურად შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს.

- ვთქვათ მშობლები მოიხმარდნენ ალკოჰოლს, თამბაქოს, თუმცა დაორსულების შემდეგ აღარ. შესაძლოა ამან ჩანასახზე ზეგავლენა მოახდინოს?

- კვლევების ნაწილი გვეუბნება, რომ თუ თამბაქო, ნარკოტიკი და ალკოჰოლი ცუდად იმოქმედებს, დაბალი ხარისხის კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი იძლევა დაბალი ხარისხის ემბრიონს, თუმცა დადასტურებული, მყარი კვლევები არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად მწეველი, ნარკოდამოკიდებული და ალკოჰოლიკი მშობლების შვილები არ იქნებიან ჯანმრთელები. ხშირად, სრულიად ჯანსაღად მცხოვრებ წყვილს არ ჰყავთ ჯანმრთელი შვილები. 

ამიტომ ვამბობ, რომ ასე დაზუსტებით და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ბავშვის განვითარების შეფერხება ამა თუ იმ მავნე ჩვევამ გამოიწვია. ცალსახად ვთანხმდებით სამედიცინო საზოგადოება, რომ როდესაც იგეგმება ორსულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩასახვამდე სამი თვით ადრე, არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, თავის დაზღვევის მიზნით. სამი თვით ადრე იმიტომ, რომ ის სპერმატოზოიდი, რომელიც განაყოფიერებაში იღებს მონაწილეობას სამი თვით ადრე არის გამომუშავებული და რეალიზებული.

კვლევები გრძელდება ამასთან დაკავშირებით, მუდმივად მიმდინარეობს და შორეული კვლევები რას გვეტყვის არ ვიცით. სპერმოგრამაზე გავლენები არსებობს და მავნე ჩვევების მქონე ადამიანებში გვაქვს დარღვევები, რაც მაღალ პროცენტში დასტურდება, შესაბამისად, უმჯობესია, როგორც უკვე ვთქვი, თავი დაიზღვიონ და შეცვალონ ცხოვრების წესი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

სწავლის უნარის შეზღუდვა, ქცევითი პრობლემები, ასთმის შეტევები, ხშირი ინფექციები... - რა გა...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები. ყოველ ხუთშაბათს გაეცანით მეან-გინეკოლოგისა და ქირურგის, ეკა ბუკიას რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლე...
„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქა...
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევწყვიტოთ ყვირილი? – 5 გზა, რომელიც დაყვირებისგან თავის შეკავებაში დაგეხმარებათ

როგორ შევწყვიტოთ ყვირილი? – 5 გზა, რომელიც დაყვირებისგან თავის შეკავებაში დაგეხმარებათ

მშობლები შვილებთან ხმას ხშირად იმაღლებენ, რასაც თავადაც ძალიან განიცდიან. თუ ემოციების კონტროლი გიჭირთ და ბავშვს უყვირით, შეგიძლიათ თქვენს ქცევაში გარკვეული ცვილებები შეიტანოთ, რაც არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ.

1. გააცნობიერეთ ზიანი, რომელსაც ყვირილით ბავშვს აყენებთ

ყვირილის დამაზიანებელი გავლენა ჩვენი ხმის ხმამაღალი ტემბრით არ არის გამოწვეული. შესაძლოა, ადამიანს ყვირილით ვუთხრათ, რომ გვიყვარს, რაც მშვენიერია, თუმცა, როდესაც ბავშვებს ვუყვირით, უმეტესად გაბრაზებულები და განრისხებულები ვართ. ყვირილით ბავშვს ვასწავლით, რომ როდესაც ვბრაზდებით, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა ნორმალური მოვლენაა. არცერთ მშობელს არ სურს, რომ შვილს მსგავი რამ ასწავლოს.

2. გააცნობიერეთ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ყვირილს აზრი არ აქვს

ყვირილი მანიპულაციაა. ჩვენ ბავშვისგან გარკვეული ქმედების მიღება გვსურს, რისთვისაც ყვირილს ვიყენებთ. ემოციის ინტენსივობა ჩვენს ნათქვამს შინაარსს უკარგავს. სიტყვებს თავისი ძალა აქვს, ყვირილი კი მათ ამ ძალას უკარგავს. ჩვენ გვსურს ყვირილით შვილები დავარწმუნოთ: „გაიგონე, რასაც გეუბნები!“ თუმცა საპირისპირო შედეგს ვიღებთ.

3. გაიხსენეთ, რა როლი გაკისრიათ შვილებთან ურთიერთობაში

მშობელი შვილს სიმშვიდის, რაციონალიზმისა და ზრდასრულობის მაგალითს უნდა აძლევდეს. თუ გსურთ, რომ ბავშვებთან ყვირილი შეწყვიტოთ, როდესაც დაყვირებას გადაწყვეტთ, თქვენი და თქვენი შვილების ტემპერამენტი ერთმანეთს შეადარეთ. ნუ იყვირებთ ისე, როგორც ბავშვები ყვირიან. თქვენგან მათ სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის მაგალითი სჭირდებათ.

4. ნუ მიიყვანთ საქმეს გაბრაზებამდე

როდესაც ბავშვებს საშუალებას აძლევთ, რომ კამათში აგიყოლიოთ, მათ ვითარების ესკალაციის საშუალებას აძლევთ. მას შემდეგ, რაც ბავშვს ეტყვით, რომ მას შეუძლია დასვას კითხვები და გამოთქვას თავისი მოსაზრებები პრობლემურ საკითხზე, რომელზეც კამათობთ, ყურადღებით მოუსმინეთ და თუ გრძნობთ, რომ ემოციებს ჰყვებით, უთხარით, რომ დისკუსია დასრულებულია. თუ კამათს განაგრძობთ, არსებობს რისკი, რომ ბავშვს დაუყვიროთ.

5. ყოველთვის გქონდეთ ალტერნატიული გეგმა, რომელიც ყვირილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ

თუ თავს ცუდად გრძნობთ, მძიმე დღე გაქვთ და ყვირილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებთ, ბავშვები მამასთან დატოვეთ და ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. თუ სეირნობისთვის დრო არ გყოფნით, ცოტა ხნით ოთახში განმარტოვდით, შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ, მუსიკას მოუსმინოთ. ეცადეთ, დამშვიდდეთ და ბავშვებთან დაბრუნებისას თავს უკეთ გრძნობდეთ, რათა ყვირილისგან თავის შეკავება შეძლოთ.

წყარო:​ imom.com

წაიკითხეთ სრულად