Baby Bag

„როგორც მკურნალობის, ასევე გამოკვლევების კუთხით, COVID-19-თან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ ხდება სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინება“

„როგორც მკურნალობის, ასევე გამოკვლევების კუთხით, COVID-19-თან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ ხდება სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინება“

COVID-19 და კვლევები - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როგორც მკურნალობის, ასევე გამოკვლევების კუთხით, COVID-19-თან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ ხდება სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინება.
სამწუხაროდ, უსიმპტომო პაციენტებთან ან მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში უხშირესად ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რომლის დასხივების ხარისხი ანუ რადიაციული დოზა=7mSv გახლავთ ბუნებრივი დასხივების 2-წლიანი პერიოდის ტოლფასი (ანუ დასხივება, რასაც ადამიანი 2 წლის განმავლობაში ბუნებრივად იღებს). ხშირად კი COVID-19-ის დროს კტ-ს რამდენიმეჯერ უკეთებენ პაციენტებს - 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ.
პოტენციურად კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეები თავს მომავალში იჩენს.
კოქრეინის სისტემური მიმოხილვით დადგინდა, რომ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის ეფექტური გამოკვლევის საშუალება COVID-19 დიფერენცირებისათვის სხვა რესპირატორულ დაავადებებთან.
Fleischner Society - COVID-19-ის დროს გულმკერდის (ფილტვების) გამოსახვის პროტოკოლი
პაციენტები COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომებით (Patients with mild features of COVID-19)
გულმკერდის გამოსახვა (Imaging - რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) რეკომენდებულია მხოლოდ პაციენტებში COVID-19-ის პროგრესირების რისკ-ფაქტორებით.
გამოსახვა არ არის რეკომენდებული ასიმპტომურ პაციენტებში ან მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის დროს თუ ამ პაციენტებს არ აქვთ დაავადების პროგრესირების რისკები.
გულმკერდის გამოსახვა რეკომენდებულია პაციენტებში რესპირატორული სტატუსის გაუარესების შემთხვევაში.
პაციენტები საშუალოდან-მძიმე ფორმის COVID-19-ით (Patients with moderate-to-severe features of COVID-19)
გამოსახვა მიზანშეწონილია COVID-19-ის ლაბორატორიული პასუხის გარეშე ან იმის მიუხედავად ხელმისაწვდომია თუ არა ვირუსზე ტესტირება - იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალოდან - მძიმე ფორმის სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს COVID-19-ზე და ინფექციის არსებობის პრე-ტესტური შესაძლებლობა (pre-test probability of infection)
გამოჯანმრთელებული პაციენტები (Patients recovered from COVID-19)
გამოსახვა რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფუნქციური გაუარესება ინფექციის დროს და/ან ჰიპოქსია (სუნთქვის გაძნელება) მას შემდეგ, რაც ისინი გამოჯანმრთელდნენ.
სხვა სცენარი (Other scenarios)
ყოველდღიური გულმკერდის რენტგენოგრაფია არ არის რეკომენდებული სტაბილურ, ინტუბირებულ (აპარატზე მყოფ) პაციენტებში COVID-19-ით“, - წერს ექიმი ზაზა თელია.



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმ​რთელობაზე

,,საქართველოში, სამწუხაროდ, ,,გლანდების" ამოჭრა ჩვეულებრივ რუტინულ ოპერაციად იქცა ბავშვებშ...
ექიმი ზაზა თელია ბავშვებში გლანდების ამოჭრის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში სამწუხაროდ ,,გლანდების" ამოჭრა ჩვეულებრივ რუტინულ ოპერაციად იქცა ბავშვებში: ,,საქართველოში სამწუხაროდ ,,გლა...
„აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდეს...
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი პაციენტების მართვაზე სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:​„ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ, ახ...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა...იგივე რეგულაცია აშშ-ში ამოქმედდება მასწავლებლებისთვისაც''

,,დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა...იგივე რეგულაცია აშშ-ში ამოქმედდება მასწავლებლებისთვისაც''
ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციასთან დაკავშირებით აშშ-ში არსებულ სიტუაციას აღწერს:

,,დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა. აუცრელობის გამო გაუწყვიტა ჰოსპიტალმა კონტრაქტი. ასეთია ნიუ-იორკში მოქმედი რეგულაცია. აუცრელებში მხოლოდ ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი არიან ექიმები, ოდნავ მეტი ექთნები და დანარჩენი ტექნიკური პერსონალია, მძღოლები, ექთნის თანაშემწეები, ექიმის თანაშემწეები და ასე შემდეგ.

იგივე რეგულაცია ამოქმედდება ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვისაც.

ანამარია (ჩემი უმცროსი შვილი) მიყვებოდა ბავშვები ვსაუბრობდით ვაქცინაციაზე და ყველას ვუთხარი რომ შენ აცრილი ხარო. ყველა ბავშვის მშობელი აცრილიაო. 9 წლის ბავშვებს უკვე ესმით ვაქცინაციის მნიშვნელობა და ამაყობენ მშობლების პასუხისმგებლობით. მასწავლებლები მის სკოლაში სრულად არიან აცრილი.

ნიუ-იორკის უდიდესი ნაწილი სრულად აცრილია. ეს ეტყობა ჰოსპიტალსაც. ორ ათეულს არ სცდება ხოლმე ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი. მათში უკიდურესად იშვიათად შეხვდებით აცრილს. და თუ შეხვდებით უმეტესად 80 წელს გადაცილებულს, თანდართული დაავადებების უგრძესი სიით.

კოვიდ პანდემიის დასრულების გზა ნამდვილად გადის ვაქცინაციაზე,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი. 

წაიკითხეთ სრულად