ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის რჩევებს აძლევს კოვიდგადატანილ ადამიანებსაც, რომლებიც ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ორჭოფობენ. პედიატრი იმ მითებსაც ეხმიანება, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ აქტიურად ვრცელდება.
„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!“ - გიორგი კეკელიძე
„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.
და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!
თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.
ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ „ჯანმრთელ“ სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.
ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში,“ - წერს გიორგი კეკელიძე.