Baby Bag

ცნობილი ადამიანები და მათი შვილები ერთსა და იმავე ასაკში

ცნობილი ადამიანები და მათი შვილები ერთსა და იმავე ასაკში
ცნობილ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. მათ უდიდეს ნაწილს პოპულარობის მოპოვება და წარმატების მიღწევა უდიდესი შრომის ფასად დაუჯდა. ცნობილი ადამიანების შვილები კი შედარებით იღბლიანები აღმოჩნდნენ. ობოლი ბავშვი, რომელიც შვილად აყვანის პროცედურების გავლის შემდეგ ანჯელინა ჯოლის ოჯახის წევრად იქცა, ცხადია, სხვა პატარებთან შედარებით უამრავი უპირატესობით სარგებლობს. ჩვენს სტატიაში ცნობილ ადამიანებს და მათ შვილებს გაგაცნობთ. თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ, იღბლიანია თუ არა ბავშვი, რომელიც სამყაროს წარმატებული ადამიანის შვილად მოევლინა.

დონალდ და კიფერ საზერლენდები 35 წლის ასაკში

კიფერ საზერლენდს, ალბათ, კარგად იცნობთ. ის ნამდვილი სატელევიზიო ვარსკვლავია. მსახიობს პოპულარობა ცნობილმა სატელევიზიო შოუმ „24“-მა მოუტანა. მამის, დონალდ საზერლენდის ბიუჯეტთან შედარებით, მის მიერ გამომუშავებული თანხები გაცილებით მაღალია. მამამ კიფერის მიღწევებით ნამდვილად უნდა იამაყოს. დონალდ საზერლენდი 60-იანი წლების შემდეგ გადაღებებში აქტიურად მონაწილეობდა. კიფერი მისი პროფესიით ადრეული ასაკიდანვე მოიხიბლა, რის გამოც თავადაც მამის გზა აირჩია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ჯონ ტრავოლტა და ელა ბლუ ტრავოლტა 19 წლის ასაკში

ჯონ ტრავოლტა ფილმ „შხამიანი ვარდის“ პრემიერაზე სიამაყით ივსებოდა, რადგან აღნიშნულ ფილმში მასთან ერთად მთავარ როლებს მისი ქალიშვილი და მორგან ფრიმენი ასრულებდნენ. 10 წლის ელა ბლუსთვის „შხამიანი ვარდი“ რიგით მეორე ფილმი იყო, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო. პირველი როლი ელამ ფილმ „ბებერ ძაღლებში“ შეასრულა, რომელიც ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ელამ აღნიშნა, რომ ის გადაღებებზე გაიზარდა. მისი თქმით, ის ყოველთვის დაინტერესებული იყო კინოინდუსტრიაში ჩართვით. ელა 2019 წლის მაისში ინსტაგრამზე დარეგისტრირდა. მას სულ რაღაც ოთხ თვეში 81 000 გამომწერი ჰყავდა.

ენრიკე იგლესიასი, ნიკოლას იგლესიასი და ლუსი იგლესიასი

ლათინური პოპის მეფე ენრიკე იგლესიასი მსმენელებში ძალიან პოპულარულია, თუმცა ის პირად ცხოვრებას ყოველთვის საიდუმლოდ ინახავს. მისი და ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, ანა კურნიკოვას რომანი 2001 წელს დაიწყო. 2017 წელს წყვილს ტყუპები ნიკოლასი და ლუსი შეეძინა. იღბლიან პატარებს მომავალი ნამდვილად უზრუნველყოფილი აქვთ. ენრიკე იგლესიასი აქტიურად იყო ჩართული ლინკინ პარკის საქველმოქმედო წამოწყებაში, რომელიც 2010 წლის ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულების დახმარებას ითვალისწინებდა. ენრიკესა და ანას მესამე შვილი 2020 წელს შეეძინათ.

ჯონ ვოიტი და ანჯელინა ჯოლი 31 წლის ასაკში

ანჯელინა ჯოლი გარეგნობით ძალიან ჰგავს მამას. ჯონ ვოიტმა და ანჯელინამ 2001 წელს ერთად ითამაშეს ფილმში „ლარა კროფტი : სამარხების მცველი.“ მართალია, ფილმის მთავარ პერსონაჟს მამა ძალიან უყვარდა, მაგრამ ანჯელინა ჯოლი რეალურ ცხოვრებაში მსგავს სენტიმენტებს ნამდვილად არ იზიარებდა. ჯონს ქალიშვილის დაბადებისას მისდამი გაუცხოვების გრძნობა გაუჩნდა. მოზრდილ ასაკამდე ის ანჯელინას მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა, თუმცა დროსთან ერთად მამისა და შვილის ურთიერთობა გაუმჯობესდა და ახლა ისინი კარგი მეგობრები არიან.

მაიკლ დუგლასი და კამერონ დუგლასი 30 წლის ასაკში

საზოგადოება კამერონ დუგლასისგან სერიოზულ წარმატებებს ელოდა, თუმცა გულშემატკივართა მოლოდინი არ გამართლდა. კამერონმა ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. მას 2010 წელს ნარკოტიკების ფლობისა და დისტრიბუციის ბრალდებით 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მაიკლ დუგლასი მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ღიად აცხადებდა, რომ ის ცუდი მამა იყო. ამასთან ცნობილი მსახიობი აღნიშნავდა, რომ მომხდარი ფაქტი კამერონისთვის ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობა იყო. მაიკლ დუგლასი 2000 წლის შემდეგ ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება ცნობილ მსახიობ კეტრინ ზეტა-ჯონსთან. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ენდი გარსია და დომინიკ კრისტინა გარსია-ლორიდო 30 წლის ასაკში

ენდი გარსია ქალიშვილთან შედარებით ბევრად წარმატებული ადამიანია. მას მრავალწლიანი სამსახიობო გამოცდილება აქვს და ფილმებში დღემდე აქტიურად იღებენ, თუმცა დომინიკ კრისტინას ერთხელ ნახვაც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ, თუ რა საოცარი შარმის მატარებელია იგი. დომინიკს მამას ხშირად ადარებენ და თვლიან, რომ ის ენდი გარსიასავით მომხიბვლელია. ენდი გარსია მარივი ლორიდო გარსიაზე 1982 წელს დაქორწინდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. დომინიკი 36 წლისაა. მან მამის მსგავსად მსახიობის კარიერა აირჩია.

კლინტ ისტვუდი და სკოტ ისტვუდი 30 წლის ასაკში

სკოტ ისტვუდი ძალიან ჰგავს მამას. კლინტ ისტვუდის ახალგაზრდობის ფოტოებს თუ ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ მამასა და შვილს შორის საოცარი მსგავსებაა. მიუხედავად იმისა, რომ სკოტი ცნობილ და მდიდარ ოჯახში დაიბადა, ჰოლივუდში თავის დასამკვიდრებლად მას ბევრი შრომა და მცდელობა დასჭირდა. კლინტ ისტვუდმა არაერთხელ უთხრა შვილს უარი, როდესაც სკოტი მამას როლზე დამტკიცების თხოვნით მიმართავდა. ცნობილი მსახიობი თავის ვაჟს მოუწოდებდა, რომ მასაც სხვების მსგავსად ეშრომა და საკუთარი მომავალი თავად შეექმნა. მართალია, სხვა დამწყები მსახიობებივით სკოტს შიმშილთან და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება არ დასჭირვებია, მაგრამ სხვა მხრივ მას მამისგან ხელშეწყობა ნამდვილად აკლდა.

ჯერემი აირონსი და მაქს აირონსი 32 წლის ასაკში

ჯერემი აირონსი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული მსახიობია. მან კარიერა 1969 წელს დაიწყო და პოპულარობა არასდროს დაუკარგავს. ჯერემი აირნოსმა არაერთი ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა: „სასიკვდილოდ შეკრულნი,“ „ლოლიტა,“ „ბედის ცვლა,“ „ზიანი“ და ა.შ. ჯერემი აირონსი ორჯერ იყო დაქორწინებული და მას ორი შვილი ჰყავს. მაქსი ცნობილ მსახიობს მეორე და ამჟამინდელი მეუღლისგან, შინეიდ კასაკისგან ეყოლა. მაქს აირონსი 1985 წელს დაიბადა. ის ცნობილი მსახიობი და მოდელია.

პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი 33 წლის ასაკში

პრინცი უილიამი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან უყვარს, რადგან მას მომხიბვლელი გარეგნობის გარდა კეთილშობილური ბუნებაც აქვს. პრინცი ჩარლზი ნამდვილად იმსახურებს მადლობას არაჩვეულებრივი შვილის აღზრდისთვის, თუმცა ამ კუთხით პრინცესა დიანას უდიდესი დამსახურებაც არ უნდა დავივიწყოთ. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი სამ შვილს ზრდიან. ისინი 2011 წელს დაქორწინდნენ. პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ პრინცმა ჩარლზმა ცოლად კამილა პარკერი შეირთო.

ტომ კრუზი და სური კრუზი 6 წლის ასაკში

უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვობაში ტომ კრუზი შესაშური გარეგნობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. მისი ქალიშვილი კი სილამაზით ადრეული ასაკიდანვე გვაოცებდა. სური კრუზი უკვე 12 წლის არის და ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბავშვია ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილებს შორის. მართალია, მისი მშობლები განქორწინდნენ, მაგრამ სურიმ აღნიშნული პრობლემაც გადალახა. გოგონა ორივე მშობელთან ჯანსაღ და თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს. ქეით ჰოლმსი და ტომ კრუზი 2012 წელს განქორწინდნენ. სური მათი ერთადერთი შვილია.

დემი მური და რამერ უილისი 27 წლის ასაკში

რამერ უილისი ორივე მშობელს ძალიან ჰგავს, მიუხედავად ამისა, მას უფრო მეტად დედას ამსგავსებენ. ის ცნობილი მსახიობების დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილია. რამერმაც მშობლების მსგავსად მსახიობის პროფესია აირჩია. მან არაჩვეულებრივად ითამაშა ფილმში „იმპერია.“ იმედი გვაქვს, რომ ის მომავალშიც გაგვაოცებს თავისი საოცარი როლებით. ბრიუსი და დემი ერთმანეთს 2000 წელს დაშორდნენ. ორივე მათგანმა ოჯახი ხელახლა შექმნა.

კიმ ბესინჯერი და აილენდ ბოლდუინი 20 წლის ასაკში

კიმ ბესინჯერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია, რომელიც თავისი ნიჭით მაყურებელს გამუდმებით აოცებს. მას პოპულარობა 1983 წელს გამოსულმა ფილმმა „აღარასოდეს თქვა არასოდეს“ მოუტანა. ამის შემდეგ კიმ ბესინჯერმა ეკრანებზე კიდევ არაერთხელ გაიბრწყინა. კიმს მსახიობ ალეკ ბოლდუინისგან ულამაზესი ქალიშვილი აილენდი ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად მსახიობი არ არის. აილენდს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. კიმი მისით ნამდვილად ამაყობს.

ბიონსე და ბლუ აივი 1 წლის ასაკში

ბიონსე და ჯეი ზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. ორივე მათგანი ძალიან წარმატებული და მდიდარია. ბიონსესა და ჯეი ზის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. მათი ქალიშვილი ბლუ აივი კი ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. ვიმედოვნებთ, რომ მას მშობლების ბრძოლისუნარიანობა და შრომისმოყვარეობა მემკვიდრეობით ერგება. წყვილის თაყვანისმცემლები ელიან, რომ ბლუ აივი მომავალში მსოფლიოს დაპყრობას შეძლებს.

კრის ჯენერი და ქენდალ ჯენერი 20 წლის ასაკში

ჯენერებისა და კარდაშიანების ოჯახის ცხოვრება ბევრ ადამიანში შურის გრძნობას აღძრავს. ისინი წარმატებულები, მდიდრები და გაბედულები არიან. ოჯახის თითოეული წევრი დამოუკიდებლად ახერხებს გზის გაკვალვას. კრის ჯენერი საოცრად წარმატებული ბიზნესმენი და პროდიუსერია. მისი ოჯახის წევრები კი კრისის კვალს მიჰყვებიან. ქენდალ ჯენერმა საოცარი სამოდელო კარიერის გაკეთება შეძლო. მას თაყვანისცმემელთა მთელი არმია ჰყავს. სიმდიდრე და ბიზნესის კეთების საოცარი ნიჭი ჯენერებისა და კარდაშიანების ოჯახს მომავალში უფრო მეტ წარმატებასა და შემოსავალს ჰპირდება.

ბობ მარლი და ზიგი მარლი 35 წლის ასაკში

ზიგი მარლი, რომელსაც დევიდ ნესტა მარლის სახელით ვიცნობთ, ერთ-ერთია იმ თერთმეტ ბავშვს შორის, რომელიც ბობმა საკუთარ შვილად აღიარა. ზიგი ბობ მარლის საოცრად ჰგავს და ეს მსგავსება შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ზიგიც მამის მგსავსად მუსიკით არის გატაცებული. მას საკუთარი ბენდი ჰყავს და წარმატებული მუსიკალური კარიერაც აქვს.

იოლანდა ჰადიდი და ჯიჯი ჰადიდი 18 წლის ასაკში

იოლანდა ჰადიდის ახალგაზრდობის ფოტოებს თუ გადახედავთ, მისი სილამაზით ნამდვილად გაოცდებით. ცხადია, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოდელის კარიერა აირჩია. იოლანდამ მოგვიანებით სატელევიზიო შოუებშიც დაიწყო მონაწილეობის მიღება. ჯიჯი ჰადიდი სილამაზით დედას არ ჩამოუვარდება, რისი წყალობითაც მან საოცარი სამოდელო კარიერის გაკეთება შეძლო. ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია.

პოლ მაკარტნი და სტელა მაკარტნი 20 წლის ასაკში

პოლ მაკარტნის შესახებ,ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ. თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, ე.ი. 10 წლის ხართ, ან მთელი ცხოვრება იზოლაციაში გაატარეთ. ის „ბითლზის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია. მართალია, მისი ქალიშვილი სტელა მუსიკალურ ინდუსტრიაში არ ჩანს, მაგრამ ეს მის წარუმატებლობაზე ნამდვილად არ მეტყველებს. სტელა მაკარტნიმ დიზაინერის პროფესიაზე შეაჩერა არჩევანი, რაშიც ნამდვილად არ შემცდარა. მოდის ინდუსტრიაში ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია.

ჯონი დეპი და ლილი როუზ დეპი 18 წლის ასაკში

ლილი როუზ დეპი დროს უქმად არ კარგავს. 18 წლის ასაკში მან უკვე 4 ჰოლივუდურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ის ვანესა პარადისა და ჯონი დეპის ქალიშვილია. ლილი როუზის მშობლები არასდროს დაქორწინებულან. ისინი ერთად არაოფიციალურად ცხოვრობდნენ. ლილი გარეგნობით დედას ჰგავს, თუმცა, როგორც მისი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, მას ჯონი დეპის ცხვირი აქვს.

კრიშტიანუ რონალდუ და კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორი 7 წლის ასაკში

კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორის დედის ვინაობის შესახებ არაფერია ცნობილი. მართალია, უმცროსი კრიშტიანუ ცნობილმა ფეხბურთელმა 2010 წელს ოფიციალური პროცედურების გავლით იშვილა, თუმცა ის მამას ძალიან ჰგავს. უმცროსი კრიშტიანუ მამასთან ერთად ხშირად იღებს მონაწილეობას ფოტოსესიებში. მამის მსგავსად, კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორიც ვარკვლავური გარეგნობითა და ხასიათით გამოირჩევა.

პირს ბროსნანი და დილან ბროსნანი 20 წლის ასაკში

პირს ბროსნანის შემოსავალი დაახლოებით 80 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება. მსახიობმა სოლიდური თანხის მოგროვება საკმაოდ მძიმე და რთული შრომის შედეგად შეძლო, რის გამოც ის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. წინასწარ ვერ ვიტყვით, შეძლებს თუ არა მისი ვაჟი დილან ბროსნანი მამასავით წარმტებული კარიერის გაკეთებას, რადგან ის პირს ბროსნანს მომხიბვლელობით აშკარად ჩამოუვარდება. მიუხედავად ამისა დილანი მოდის ინდუსტრიაში პირველი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას მაინც ახერხებს. 

მომზადებულია ​medicaregranny.com​-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბენისთან ურთიერთობას ეხება:

„თუ გიყვარს ადამიანი სულ უნდა უმეორო, რომ გიყვარს....

ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასე არასდროს არავის ვყვარებივარ და ეგრევე უკან ვიხევ:)))) რა უცნაურია არა ქალის ბუნება?.. ბევრს ჰგონია რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთს, ვგრძნობდეთ რომ გიყვარვართ... ჩემთვის ეს არის მთავარი... რომ არ მეგრძნო, როგორ გიყვარვარ, აი, დედას ვფიცავ ამხელა გზაზე არ წამოვფოჩიალდებოდი...“ - აღნიშნავს ნუკი.

წაიკითხეთ სრულად