„ქართულ სკოლებში ბავშვები ტყვეობაში არიან, არის ძალაობა და საშინაო დავალებაზე ჭიდილი,“ - შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ქართულ სკოლებში ჰუმანიზმის დეფიციტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრობლემებია:

„ისევ მინდა გავიხსენო გურამიშვილი. გურამიშვილზე კარგად ჩვენი ჰუმანურობა არავის არ ჩამოუყალიბებია. ​„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის,წავა სადაო,“ - ეს რომ ჩვენს ბავშვებს ჩავაგონოთ, მართლაც რომ იფიქრონ, ვინ არიან, სიდან მოსულან, რა გვარისანი არიან, ალბათ, ჰუმანურობაც სხვანაირად გაიფურჩქნება ჩვენს ქვეყანაში.“

შალვა ამონაშვილის თქმით, საქართველოს და მსოფლიოს სკოლებში ჰუმანიზმის დეფიციტია:

„სკოლებში, მსოფლიოში და საქართველოშიც, ძალიან ცოტაა ჰუმანურობა. გვინდა, რომ სკოლა ჰუმანური იყოს, მაგრამ ის ჰუმანური თავისთავად ვერ გახდება. ჰუმანური უნდა იყოს თვითონ მასწავლებელი. მასწავლებელია სკოლა. სამწუხაროდ, რომ ვაკვირდები ქართულ სკოლებს, ბავშვები ტყვეობაში არიან. მასწავლებლის ბრალი კი არ არის ხშირად ეს, არამედ იმის ბრალია, ვინც მასწავლებელი ასე მოამზადა. ალბათ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, რომ მასწავლებელთა ცნობიერების ჰუმანურობისკენ გადაზრდა მოხდეს.“

„სკოლაში არ გვაქვს სიყვარული, არ გვაქვს შენდობა, მიტევება. მოვითხოვთ იმას, რაც ბავშვს არ შეუძლია, რომ გააკეთოს. ბავშვს არ ვასწავლით რაღაცას და მოვითხოვთ, რომ იცოდეს. რა შეიძლება გაკეთდეს? ერთი, რომ მასწავლებლები გადავამზადოთ კარგად. მეორე, რომ სახელმწიფო მიმართულება მივცეთ ამას, სკოლაში დამკვიდრდეს სიყვარული, სიკეთე, პატივისცემა. ნუ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი არის სკოლაში. ეს უნდა იყოს, მაგრამ არ არის. სკოლაში არის ძალაობა და საშინაო დავალებაზე ჭიდილი​. აღზრდა დაგვეკარგა, სწავლებაზე გადავედით მარტო. სწავლება აღზრდას არ გვაძლევს,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„როგორ შევარჩიოთ კარგი სკოლა?“ - გია მურღულიას საინტერესო პასუხი
​ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ ბავშვის აღზრდაში სკოლის როლისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სკოლამ ბავშვს ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა უნდა ასწავლოს:„ადამიანს...

შეიძლება დაინტერესდეთ

„გავაკეთე საცივი ხორბლით, სხვანაირი გემო შემოიტანა, ცოტა დარიჩინსაც ვუმატებ“ - „მასტერშეფის" გამარჯვებული რუსო დაუშვილი

„​მასტერშეფის" გამარჯვებულმა რუსო დაუშვილმა იმ კერძების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საახალწლოდ განსხვავებული წესით ამზადებს:

„ყველას ჰგონია, რომ ყველაზე გემრიელ საცივს აკეთებს. მე მგონია, რომ ჩვენთან ყველას ბებია კარგად აკეთებს საცივს. ეს გადმოდის მერე შთამომავლობაზეც. ჩემთანაც ტრადიციულად კეთდება საცივი, უბრალოდ ქათმით ვაკეთებთ ჩვენ, რადგან ინდაურის ხორცი დიდად არ მიყვარს. წელს პირველად ვცადე, რომ გამეკეთებინა ხორბლით. ნიგოზს დავუმატე ხორბალი და სისქისთვის ხორბლის ნახარში გამოვიყენე. სხვანაირი გემო შემოიტანა. მე ცოტა დარიჩინს ვუმატებ ხოლმე საცივში.“

რუსო დაუშვილის თქმით, ტრადიციულ გოზინაყთან ერთად ის გოზინაყის განსხვავებულ ვერსიასაც ამზადებს:

„​გოზინაყიც გავაკეთე მოხალული ხორბლისგან და კარამელისგან, თუმცა, რა თქმა უნდა, ტრადიციული გოზინაყი აუცილებლად კეთდება ყველა ოჯახში. ნიგოზი და თაფლი არ გამომიყენებია. შაქრის კარამელს ვაკეთებ და ხორბალს ვხალავ ტაფაზე. გამოდის ძალიან ტკაცუნა თხილივით. გამოდის ძალიან ლამაზი და უფრო თხელი.“

„ბებიის რეცეპტებით ვამზადებდი ბევრ რამეს. ნამცხვრები ადრე რომ ცხვებოდა, მგონია, რომ ახლა ასეთი ნამცხვრები არ ცხვება, მაგალითად მანდარინის ტორტი. ახლა საახალწლოდ გავაკეთებ ჩემს ოჯახში რა ნამცხვრებიც ცხვებოდა. მანდარინის ტორტის მომზადებისას მანდარინს ატარებ კანიანად და ნიგვზით კეთდება. ეს რეცეპტი ბებომ მასწავლა. ახლა ვხვდები, როგორი საოცარი რეცეპტები აქვს ბებოს. ჩემთვის იმ გემოების გათანამედროვება, რომელიც ადრე იყო, უფრო საინტერესოა. მგონია, რომ ეს ბავშვობას გვახსენებს,“ - აღნიშნულ საკითხზე რუსო დაუშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად