Baby Bag

​თუ მარწყვს ასე არ რეცხავთ, მას შესაძლოა, პესტიციდები, ბაქტერიები და მიკრო ორგანიზმები ჰქონდეს

​თუ მარწყვს ასე არ რეცხავთ, მას შესაძლოა, პესტიციდები, ბაქტერიები და მიკრო ორგანიზმები ჰქონდეს

​როგორ მოვაშოროთ პესტიციდები, ბაქტერიები და მიკრო ორგანიზმები მარწყვს?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მარწყვის სიკარგეები და დადებითი გავლენა ორგანიზმზე, რომლის შესახებაც ვრცელ პოსტს იპოვით - https://shorturl.at/exzBC.

თუმცა, ისიც აღსანიშნია, რომ მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დაბინძურებად ხილთაგანია. მარწყვი ღრუბელივითაა და იწოვს ყველანაირ პესტიციდს, რასაც ფერმერები მარწყვის მოყვანისას იყენებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვრეცხოთ პესტიციდები და სხვადასხვა მიკრო ორგანიზმებიც.

ხერხი N1: ძმრიან წყალში გარეცხვა
​
​
ამისთვის დაგჭირდებათ 4:1 წყალი ძმართან მიმართებაში. ჩაყარეთ მარწყვი, გააჩერეთ 5 წუთი და გადაავლეთ წყალი, შემდეგ გაამშრალეთ და გემრიელად მიირთვით.
​
​
ხერხი N2: მარილიან წყალში გარეცხვა
​
​
2 ლიტრ წყალში გახსენით 3 სადილის კოვზი მარილი, დააყოვნეთ მარწყვი 5 წუთით, გადაავლეთ წყალი, გააშრეთ და გემრიელად მიირთვით.

​​ხერხი N3: სოდიან წყალში გარეცხვა

​​
2 ლიტრ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი სოდა, ჩაყარეთ მარწყვი, დააყოვნეთ 5 წუთი, გადაავლეთ წყალი და გემრიელად მიირთვით.

​​წყარო: ​Epicalorie
დაახლოებით 5 ცალი მარწყვი შეიცავს იმდენივე ვიტამინ C-ს, რამდენსაც ერთი დიდი ფორთოხალი - რა...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ს...